ანტუან გრიზმანმა შესაძლოა მადრიდული დერბი გამოტოვოს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი ტრავმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას ამხანაგურ მატჩში კოტ დ'ივუარის ნაკრებთან.

გრიზმანმა ტრავმა შვედებთან 2:1 მოგებულ მატჩში მიიღო.

"გრიზმანს ფეხი გაუსივდა. ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მისი ტრავმა არც ისე სერიოზულია", - განაცხადა ფრანგთა თავკაცმა დიდიე დეშამმა.

19 ნოემბერს მადრიდული დერბია და "ატლეტიკოს" ფორვარდმა შესაძლოა, "რეალთან" ძალზე პრინციპული დაპირისპირება გამოტოვოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული