ლა ლიგა. XV ტური: "ვილიარეალმა" "ატლეტიკოს" მწარე მარცხი აგემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 დეკემბერს ლა ლიგის მე-15 ტურის დარჩენილი მატჩი გაიმართა.

"ვილიარეალმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და მწარე მარცხი აგემა - ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ანგარიში 28-ე წუთზე მანუელ ტიგეროსმა გახსნა. 38-ე წუთზე უპირატესობა ორამდე ჯოვანი დოს სანტოსმა გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი ანგარიშს რობერტო სორიანომ 93-ე წუთზე დაუსვა.

"ვილიარეალს" ამ გამარჯვების შემდეგ 26 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა, ხოლო მადრიდის "ატლეტიკო" 25 ქულით მეექვსეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული