რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელით, მიროსლავ კლოზეთი დაინტერესდა - BVB-ს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს და მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მინიმუმ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება. მოსალოდნელ ტრანსფერს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გამოხმაურა, რომელმაც „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლოზეს „დორტმუნდში“ გადასვლას ასი პროცენტით მიესალმება.
„ცოტა ხნის წინ კლოზესთან გულახდილი საუბარი მქონდა და ლაპარაკისას მის მომავალსაც შევეხეთ. არ მინდა, იურგენ კლოპის საქმეში ცხვირი ჩავყო, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ თუ