თუ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ვენდობით, უკვე გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი რაული კარიერას „შალკეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 33 წლის ფორვარდი გელზენკირხენში მიდის და ლევან ყენიას თანაგუნდელი იქნება, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დასტურდება, მაგრამ „ბილდი“ წერს, რომ გონსალეს ბლანკომ „შალკესთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და ტრანსფერი ოფიციალურად მხოლოდ მაშინ დადასტურდება, როცა ფეხბურთელი შვებულებიდან დაბრუნდება.
„ბილდი“ კი იუწყება, რომ რაულმა „შალკესთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავე გამოცემის ცნობით, „შალკემ“ მადრიდიდან უკვე მიიღო რაულის უფასოდ
„რაული“ „შალკეში“? სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ გელზენკირხენული კლუბის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ავსტრიულ შეკრებაზე ძალიან მშვიდად გამოიყურება. ორიოდ დღის წინ „დესპოტმა ფელიქსმა“ ჟურნალისტებთან საუბრისას შემდეგი თქვა: „რაულმა დაგვიდასტურა, რომ „შალკეში“ წამოსვლა უნდა. დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს დღეებში ის „შალკეს“ ფეხბურთელის რანგში წარვადგინოთ. თუ ტრანსფერი გამოვიდა უაღრესად გახარებული ვიქნები.“
რატომ ჭიანურდება ოფიციალური განცხადება? „ბილდის“ ცნობით, საქმე იმაშია, რომ რაულმა პირადი კონტრაქტების საკითხები უნდა მოაგვაროს, რის შემდეგაც მას გელზენკირხენში ოფიციალურად წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ რაულის ტრანსფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის კრისტოფ მეტცელდერს – 29 წლის ფეხბურთელს, რომელიც „შალკემ“ ასევე „რეალიდან“ გადაიბირა. ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, რომ რაულს მაგათთან მოლაპარაკებების დროს თარჯიმნობას სწორედ მეტცელდერი უწევდა.
„ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა, რომ რაულმა მოლაპარაკებების დროს თავიდან დააფიქსირა „შალკეთი“ დაინტერესება. მეკითხებოდა, რომელ ქალაქში უნდა ვიცხოვრო და რომელ სკოლაში უნდა ვატარო ბავშვებიო,“ - ამბობს მეტცელდერი.
რაული ბოლო დროს ყოველთვის ამბობდა, თუ „რეალს“ დავტოვებ, მხოლოდ ისეთ კლუბში გადავალ, რომელიც ამბიციური იქნება და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებსო. „შალკე“ სწორედ ასეთი გუნდია.