გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "ბაიერნმა" ლევანდოვსკის დუბლით "შალკეს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასის 1/4-ფინალურ მატჩში გელზენკირხენის "შალკე" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

1-ელ მარტს გამართულ შეხვედრაში კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებმა საქმე ნახევარ საათში მოათავეს. ანგარიში უკვე მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. მე-16 წუთზე გოლით ტიაგო ალკანტარა გამოირჩა, საბოლოო ანგარიში კი 29-ე წუთზე იმავე ლევანდოვსკიმ დუბლით დააფიქსირა.

77-ე წუთზე არბიტრმა სტუმრებს ჰოლგერ ბადშტუბერი გაუძევა, რომელმაც 3-წუთიან მონაკვეთში გაფრთხილება ორჯერ მიიღო.

გერმანიის თასის 1/2-ფინალში, "ბაიერნის" გარდა, ფრანკფურტის "აინტრახტი" და მიონხენგლადბახის "ბორუსია" ითამაშებენ. კიდევ ერთი მონაწილე კი "შპორტფრინდესა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვედრაში გაირკვევა. ფინალის საგზურისთვის
სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება "ბაიერნი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული