„შალკედან“ ჰაიკო ვესტერმანის გადაბირების შემდეგ, „ჰამბურგმა“ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო. ჩრდილოგერმანულმა კლუბმა მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილ „ჰერტასთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ბერლინელთა საყრდენი ნახევარმცველი გოიკო კაჩარი იყიდა. სერბმა ნახევარმცველმა „ჰამბურგთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა და როგორც გაირკვა, „ჰერტამ“ წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო მიიღო.
ჰამბურგელები კაჩარის გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. „ჰამბურგმა“ „ჰერტას“ თავიდან 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც დედაქალაქიდან მტკიცე უარი მიიღო. მოლაპარაკებები გაგრძელდა და ბოლოს, ჰამბურგელებმა ბერლინელები 5.5 მილიონზე დაითანხმეს. ამასთან, თუ „ჰამბურგი“ მომავალ სეზონში მინიმუმ ევროპის
გოიკო კაჩარმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 23 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდს უკვე შეუერთდა. კაჩარის ტრანსფერით, „ჰამბურგმა“ აუცილებელი ტრანსფერები დაასრულა. კაჩარი გუნდს ნახევარდაცვაში გააძლიერებს, ჰაიკო ვესტერმანი დაცვის ცენტრში, „ნიურნბერგიდან“ ნაყიდი დენის დიკმაიერი კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გი დემელის ხეირიანი ალტერნატივა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ჰამბურგელებმა ახალგაზრდა თავდამსხმელი მარკუს ბერგი „პსვ ეინდჰოვენში“ გაანათხოვრა.
ლელო