ფელიქს მაგათის "შალკეს" მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის პოსტებიდან გადაყენება ერთი კვირაა, გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ პროცესი საღეჭი რეზინასავით გაიწელა. გუშინ, ბუნდესლიგის 26-ე ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ კვირას საღამოს ფელიქსი გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესს შეხვდა - ერთმანეთის მოძულეებმა მხოლოდ ნახევარი საათი ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ტიონიესმა "ბილდს" უთხრა, ყველაფერზე გულახდილად ვილაპარაკეთ, ოთხშაბათს ფელიქს მაგათს
მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე სიტყვით წარსდგეს და ყველაფერი გაირკვევაო.
ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ ხვალ მაგათი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომლის მიზანი მისი
თუკი მაგათი 12 მილიონს სრულად მოითხოვს, "შალკეს" შეფებს შეუძლიათ, ეს ფული მისცენ, მაგრამ 2013 წლის ივნისამდე სხვაგან მუშაობის ნება არ დართონ და უმუშევრობა აიძულონ, რაც მაგათს სავარაუდოდ არ უნდა აწყობდეს. გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ზალცბურგის "რედ ბულის" მფლობელს, მილიარდერ დიტრიხ მატეშიტცს ფელიქსის გადაბირება უნდა და მზადაა, წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს...
"ვალენსიასთან" მიღწეულმა წარმატებამ (შალკე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა) მაგათის გაგდება რამდენიმე დღით გადადო, თუმცა შაბათს, "აინტრახტთან" 2:1-ის შემდეგ ფელიქსმა მაინც გაიგო, რომ მისი გაშვება გადაწყვეტილია. გელზენკირხენული კლუბის ბოსების მთავარი არგუმენტები ასეთია: მაგათი ფეხბურთელებს არაადამიანურად ექცევა; სოციალურად არაკომპეტენტურია; 40 ფეხბურთელში, რომელთა უმრავლესობა გუნდს არაფერში გამოადგა, მილიონები გადაყარა.
გერმანული პრესის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ "შალკეს" სეზონის ბოლომდე 72 წლის ოტო რეჰაგელი ჩაიბარებს. და ვინ გაწვრთნის ლევან ყენიას გუნდს მომდევნო სეზონში? ფავორიტად "შალკეს" ყოფილი დამრიგებელი რალფ რანგნიკი მიიჩნევა, რომელიც ბოლოს "ჰოფენჰაიმს" წვრთნიდა, საიდანაც იანვრის დასაწყისში წავიდა, თუმცა "პროფესორ რალფს" "ჰამბურგსა" და "ვოლფსბურგშიც" ეპატიჟებიან. გამორიცხული არაა, რომ რანგნიკმა "შალკე" ახლავე ჩაიბაროს.