„კიკერის“ ინფორმაციით, ჰაინკესი „ბაიერნთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამრიგად, მესამედ გახდება რეკორდმაისტერის დამრიგებელი. „დონ იუპი“ მიუნხენურ გრანდს პირველად 1987-დან 1991
ჰაინკესის წასვლის ამბავი გუშინ „ლევერკუზენის“ მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა დაადასტურა, ჰაინკესმა კი თქვა, რომ გული სწყდება, მაგრამ ასე იყო საჭირო. „დინ იუპი“ „ლევერკუზენის“ ქომაგებს დაპირდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ბაიერმა“ მეორე ადგილი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვოსო. ჰოლცჰოიზერის თქმით, ის მაინც აპირებდა დუტის დანიშვნას – ოღონდ ახლა კი არა, არამედ მაშინ, როცა ჰაინკესი წავიდოდა და რაკი იუპი ახლავე მიდის, დუტთან შეთანხმება ამიტომაც დავაჩქარეო.
„მიხარია, რომ „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის საშუალება მეძლევა. იუპ ჰაინკესს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომლის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია,“ - ეს კი დუტის სიტყვებია, რომლის ხელშიც „ფრაიბურგი“ ძალიან კარგად გამოიყურება. იმის გამო, რომ დუტს „ფრაიბურგთან“ კონტრაქტი აკავშირებს, „ლევერკუზენი“ იძულებულია, ბრაისგაუულ კლუბს კომპენსაციის სახით ერთი მილიონი ევრო გადაუხადოს. ანუ, ლევერკუზენელები რობინ დუტს ყიდულობენ.
რობინ დუტი „ფრაის“ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს. უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ რობინს „ფრაიბურგში“ მისი ასისტენტი მარკუს ზორგი შეცვლის, რომელიც მთავარ მწვრთნელად ივნისიდან დაინიშნება.