ელია და პეტრიჩი ტრანსფერზე?

AutoSharing Option

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ (არმინ ფეე გაათავისუფლეს და გუნდი დროებით მის ასისტენტ მიხაელ იონინგს ჩააბარეს) „ჰამბურგმა“ „კიოლნი“ 6:2 დაამარცხა, ჩრდილოგერმანულ კლუბში მაინც არამდგრადი და ქაოტური მდგომარეობაა. „ბილდის“ ინფორმაციით, „ჰამბურგის“ ახალი ბოსი ფრანკ არნესენი, რომელიც სპორტული დირექტორის პოსტზე ივნისიდან დაინიშნება, გუნდის მთავარი ლიდერების, თავდამსხმელ მლადენ პეტრიჩისა (ჰეთ-თრიკი „კიოლნთან“) და ნახევარმცველ ელჯერო ელიას გაყიდვას აპირებს.
ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, „ჰამბურგს“ ამ ორი ფეხბურთელის გაყიდვით 20 მილიონი ევროს შოვნა უნდა და ამ თანხას არნესენი რამდენიმე ახალ ფეხბურთელში დააბანდებს. „ბილდის“ ცნობით, ჰამბურგელები ტრანსფერზე
ცენტრალურ მცველ იორის მატიისენსაც დააყენებენ, რომელსაც კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული.

სამაგიეროდ, მიმომხილველთა ინფორმაციით, არნესენს ძალიან უნდა, რომ „ჰამბურგში“ ბაზელის ვარსკვლავი, 19 წლის შაქირი გადაიბიროს, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი ღირს. აღსანიშნავია, რომ ჰამბურგელები შაქირის თანაგუნდელ ვალენტინ შტოკერსაც უმიზნებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული