როცა გუნდის მწვრთნელი ფელიქს მაგათია, ფეხბურთელებისთვის სულაც არაა აუცილებელი დიდი სიცხე იმისათვის, რომ გაოფლიანდნენ... „შტუტგარტთან“ ბოლო წამებზე დაკარგული სამი ქულის შემდეგ (1:1), „დესპოტმა ფელიქსმა“ გუშინდელ ვარჯიშზე „ვოლფსბურგში“ პირველად დაამძიმა ვაარჯიშები. გახურების შემდეგ, მაგათმა შეგირდები 45 წუთის განმავლობაში თავისი სავიზიტო ბარათით, „სამედიცინო ბურთებით“ ავარჯიშა.
„სამედიცინო ბურთების“ დანახვა ძალიან არ გვესიამოვნა, რადგან ვიცოდით, რომ შავი დღე გველოდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს აუცილებელია. რომ არა ფელიქსის სახელგანთქმული „სამედიცინო ბურთები“, 2009 წელს „ვოლფსბურგი“ გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდებოდა,“ - ეს „მგლების“ საყრდენი ნახევარმცველის, ჟოსუეს
ვარჯიშის შემდეგ კი, მაგათმა რალფ რანგნიკს შეუტია. როგორც იცით, ეს უკანასკნელი ფელიქსის წამოსვლის შემდეგ, „შალკეში“ დანიშნეს და მან მაგათი გააკრიტიკა, გუნდში 30-ზე მეტი ფეხბურთელია, აქ სრული ქაოსი დამხვდაო. „როცა გუნდში 30-ზე მეტი მოთამაშე გყავს, ვარჯიშის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია,“ - ამბობდა რანგნიკი.
„რალფი ხომ პროფესორია? დარწმუნებული ვარ, რამეს მოიფიქრებს,“ - იყო მაგათის ირონიული პასუხი.