„ჰამბურგის“ ვეტერან მეკარეს, ფრანკ როსტს სეზონის ბოლოს HSV-სთან კონტრაქტი უმთავრდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩრდილოგერმანული კლუბის ახალი ხელმძღვანელები მას კონტრაქტს არ გაუგრძელებენ. „ბილდის“ ინფორმაციით, 37 წლის როსტის აგენტი მეორე ბუნდესლიგის ლიდერის, ბერლინის „ჰერტას“ შეფებს დაუკავშირდა და მათ ფრანკი შესთავაზა.
პირველ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად გამზადებული ბერლინელები ელიტისთვის მეკარეს ეძებენ და ცნობილია, რომ „ჰერტას“ მენეჯერ მიხაელ პრეეტცს როსტი ძალიან მოსწონს. თუ ფრანკ როსტი ბერლინში გადავა, იქ მას ძველი თანაგუნდელი და მეგობარი, ლევან კობიაშვილი დახვდება. კობი და როსტი ერთად „შალკეში“ თამაშობდნენ...