დორტმუნდის „ბორუსიას“ იაპონელმა გამთამაშებელმა შინჯი კაგავამ, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა და სეზონის აღმოჩენა გახდა, ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, კაგავამ იანვარში, აზიის თასზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრეში ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. ახლა კი, ახალგაზრდა იაპონელი გამოჯანმრთელების გზას ადგას და ორშაბათს ვარჯიში განაახლა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს კაგავა მოედანზე გასვლას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მალე მოხდება და რომ იაპონელი ამ სეზონში რამდენიმე თამაშის ჩატარებას მოასწრებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დორტმუნდელთა სერბი მცველის, ნევენ სუბოტოჩის