გერმანია (4-2-3-1): ვიზე - ტრეში, ა. ფრიდრიხი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, შვაინშტაიგერი (64. კროოსი) - შიურლე, თ. მიულერი (64. გიოტცე), პოდოლსკი - გომესი (73. კლოზე).
ავსტრალია (4-4-2): შვარცერი - უილკშირი, ნეილი, ოგნენოვსკი, კარნი - ემერტონი, ვალერი, იედინაკი, მაკკაი - კიულერი (80. კრუსე), ჰოლმანი (90. მაკგართი).
გოლები: 1:0 გომესი (26), 1:1 კარნი (61), 1:2 უილკშირი (64-პენ)
გაფრთხილება: ტრეში, კლოზე - იედინაკი, მაკკაი.
მაყურებელი: 30 152
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ნაკრებმა ავსტრალიასთან ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ითამაშა (იოახიმ ლიოვმა, პირველი გუნდიდან
ავსტრალიასთან შეხვედრამ კიდევ ერთი ფაქტი გამოკვეთა: გერმანიის ნაკრებს ტესტ-მატჩებში მოტივირება უჭირს. თვითონ განსაჯეთ: მართალია, ბუნდესგუნდმა მუნდიალის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებიდან ყველა მოიგო, სამაგიეროდ, არცერთი ტესტ-მატჩი არ მოუგია. ავსტრალიასთან კი, სულაც დამარცხდა. შესაბამისად, მიონხენგლადბახის „ბორუსია პარკზე“ შეკრებილი ქომაგები (30 152) იმედგაცრუებულები დარჩნენ. ასეთივე განცდა დაეუფლებოდა ლიოვსაც, რადგან იმედები ვერც ცენტრალურმა მცველებმა, არნე ფრიდრიხმა და მატს ჰუმელსმა გაუმართლეს და არც მარცხენა მცველის პოზიციაზე გამწესებულ მარსელ შმელცერს უთამაშია კარგად. შესაბამისად, იოგიმ ჯერ კიდევ არ იცის, ვინ უნდა ათამაშოს ხოლმე დაცვის ცენტრში, პერ მერტეზაკერის გვერდით და ვინ უნდა გაამწესოს მარცხენა მცველად.
ავსტრალიასთან კარგად მხოლოდ ორი ფეხბურთელი გამოიყურებოდა: „მაინცის“ გარემარბი ანდრე შიურლე და გომესი. შვარცერის კარში გატანილი გოლი სწორედ ამ წყვილის დამსახურებაა: შიურლეს პასით გომესმა იხეირა. ცუდი კი ისაა, რომ ეს იყო გერმანელების ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი პირველ ტაიმში, ხოლო მეორე ნახევარში კი, ბუნდესგუნდს საქმეები უფრო ცუდად წაუვიდა.
სატელევიზიო ექსპერტის როლში მყოფ ოლივერ კანს ყველაზე მეტად შვაინშტაიგერის, მიულერისა და პოდოლსკის თამაში არ მოეწონა. მისი აზრით, ამ სამეულმა არ მოინდომა, რაც კანს სერიოზულ პრობლემად მიაჩნია.
საინტერესოა ისიც, რომ გერმანიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მე-1000 გოლი გაუშვა. ეს შეხვედრის 61-ე წუთზე მოხდა და მისი ავტორი ავსტრალიელი დევიდ კარნია. ბუნდესგუნდს პირველი გოლი 1908 წელს შვეიცარიელმა ჰანს კემპფერმა გაუტანა, 103 წლის, ანუ, მთელი საუკუნის შემდეგ კი, გერმანელებმა მეათასე გოლი ავსტრალიელისგან მიიღეს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს გოლი ყველაზე მტკივნეული იყო გერმანიის ნაკრების ისტორიაში. ბუნდესნაკრების კარში გატანილი 1001 გოლიდან, გერმანელებისთვის ყველაზე ავადგასახსენებელი შემდეგი გოლებია: 1966 წლის „უემბლის გოლი“; 1986 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინელი ბურუჩაგას მიერ გატანილი გოლი; 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, იტალიელი ფაბიო გროსოს მიერ მატჩის 119-ე წუთზე გატანილი გოლი და 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალში კარლეს პუიოლის გოლი, რომელმაც გერმანია ფინალს მიღმა დატოვა...
საიუბილეო გოლები გერმანიის ნაკრების კარში
გოლი თარიღი მეტოქე ავტორი მეკარე შედეგი
1-ლი 5.4.1908 შვეიცარია ჰანს კემპფერი ფრიტც ბაუმგარტენი 3:5
250-ე 4.12.1935 ინგლისი ჯორჯ კემსელი ჰანს იაკობი 0:3
მე-500 29.12.1963 მაროკო რაჯა ალი ფრიტც ევერტი 4:1
750-ე 18.6.1992 ჰოლანდია რობ ვიჩგე ბოდო ილგნერი 1:3
მე-1000 29.3.2011 ავსტრალია დევიდ კარნი ტიმ ვიზე 1:2