პროფესორის დებიუტი

AutoSharing Option

ზანკტ პაულის ქულები ჰაერივით სჭირდება...



ზანკტ პაული-შალკე 22:30
ტრავმა: მ. ჰაინი, მორენა, ოჩიპკა, როთენბახი, ფოლცი, სამბრანო, ბოლი - ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი, ჰუნტელაარი
სტატისტიკა: პირველ წრეში: შალკე-ზანკტ პაული 3:0. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, პირველ ტაიმებში ყველაზე ნაკლები გოლი „შალკეს“ (11) და „ზანკტ პაულის“ (12) აქვთ გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები
ზანკტ პაული (4-2-3-1): კესლერი - თორანდტი, გიუნეში, კალა - დაუბე, მ. ლემანი - მ. კრუსე, ტაკი, ბარტელსი - ასამოა.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - კლუგე, ანანი - ფარფანი, ხურადო -
რაული, გავრანოვიჩი.
არბიტრი: დენიზ აითექინი (ობერასბახი)


დღეს მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღება ჰამბურგისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც „ზანკტ პაული“ საკუთარ „მილერნტორშტადიონზე“ „შალკეს“ უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი ინტრიგა, გადარჩენისთვის ბრძოლაა. ელიტაში შარშან აღზევებული „ზანკტ პაული“ 27 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიცელებს ისევ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ. შესაბამისად, ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდს სასწრაფოდ ქულები სჭირდება იმისათვის, რომ შავი ზონა დატოვოს. თავის მხრივ, არც „შალკეს“ აქვს „თავი ქუდში“ - გელზენკირხენელები 33 ქულით მე-10 ადგილზე არიან და სარელეგაციო მე-16 ადგილს, ანუ, „ზანკტ პაულის“ მხოლოდ 5 ქულით უსწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „შალკესთვის“ ამ თამაშის წაგება არ შეიძლება.
გარდა ამისა, დღევანდელ მატჩს ინტრიგას ის ფაქტი მატებს, რომ „შალკეს“ მთავარი მწვრთნელის რანგში რალფ რანგნიკის დებიუტი უნდა შედგეს. ფელიქს მაგათის გათავისუფლების შემდეგ, ლევან ყენიას გუნდს ერთ მატჩში „დესპოტი ფელიქსის“ ყოფილმა ასისტენტმა ზეპო აიხკორნმა უხელძღვანელა, რის შემდეგაც გუნდი „პროფესორმა რალფმა“ ჩაიბარა და აღსანიშნავია, რომ რანგნიკს საკმაოდ დიდი დრო (ორ კვირაზე ოდნავ ნაკლები) ჰქონდა იმისათვის, რომ „შალკეში“ შექმნილ ვითარებაში კარგად გარკვეულიყო.
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულია „ზანკტ პაულის“ თავდამსხმელ ჯერალდ ასამოასთვისაც, რომელიც „პაულიში“ სწორედ „შალკედანაა“ განათხოვრებული. სხვათა შორის, გადაწყვეტილია, რომ თუ „ზანკტ პაული“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება, ასამოა ისევ გელზენკირხენში დაბრუნდება.
გოტფრიდ ლენცი


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 27 19 5 3 54-16 62
2. ლევერკუზენი 27 16 7 4 56-34 55
3. ჰანოვერი 27 16 2 9 39-36 50
4. ბაიერნი 27 14 6 7 59-34 48
5. მაინცი 27 14 2 11 42-34 44
6. ნიურნბერგი 27 12 6 9 42-36 42
7. ჰამბურგი 27 12 4 11 43-44 40
8. ფრაიბურგი 27 11 4 12 34-38 37
9. ჰოფენჰაიმი 27 9 9 9 42-39 36
10. შალკე 27 9 6 12 31-33 33
11. კიოლნი 27 9 5 13 37-49 32
12. ვერდერი 27 8 8 11 37-53 32
13. კაიზერსლაუტ. 27 8 7 12 36-43 31
14. აინტრახტი 27 9 4 14 27-37 31
15. შტუტგარტი 27 8 5 14 46-49 29
16. ზანკტ პაული 27 8 4 15 29-47 28
17. ვოლფსბურგი 27 6 9 12 31-40 27
18. ბორუსია (მ) 27 6 5 16 38-61 23

ბომბარდირები: 19 - გომესი (ბაიერნი); 18 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 12 - პოდოლსკი (კიოლნი), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული