„ვოლფსბურგში“ დაბრუნებულ ფელიქს მაგათს სერიოზული მიზნები აქვს. მისი უპირველესი ამოცანა გუნდის მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან გადარჩენაა, სამომავლოდ კი, „დესპოტი ფელიქსი“ „ვოლფსბურგთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს.
„ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე გავაფორმე და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ბუნდესლიგაში ბოლო სამსახური იქნება. 2013 წლამდე კი დიდი დროა და მიზნად მაქსიმუმს ვისახავ, მაქსიმუმში კი დიახაც, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგულისხმობ. თუკი ეს გუნდი გერმანიის ჩემპიონი გავხადე, რატომ არ უნდა ვიფიქრო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც? დიდი ხანია, ამაზე ვოცნებობ და ისიც ვიცი, რომ ხელმძღვანელები ხელს
კიელინი ერთი თვით ლაზარეთში
უკრაინისა და იტალიის ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრის დროს, რომელიც „სკუადრა აძურამ“ ჯუზეპე როსისა და ალესანდრო მატრის გოლების წყალობით 2:0 მოიგო, „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ მუხლის ტრავმა მიიღო. ტურინული გრანდის ექიმებმა მას დიაგნოზი გუშინ დაუსვეს: კიელინი ფეხბურთს ერთი თვით ემშვიდობება. ჯორჯო უკრაინასთან ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული და „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ის ტრავმის გამო, პირველივე ტაიმში „კალიარის“ ცენტრალური უკანახაზელით, დავიდე ასტორით შეცვალა.
გოტფრიდ ლენცი
ბუფონი, მასკერანო და გაბრიელ მილიტო რომაში?
მას მერე, რაც „რომას“ ტომას დიბენედეტოს სახით ახალი, უმდიდრესი მფლობელი გამოუჩნდა, იტალიურ პრესაში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ „ჯალოროსი“ ზაფხულში მაგრად გაძლიერდება. დიბენედეტო „რომას“ ფანებს დაპირდა, რომ ზაფხულში 5-6 უმაღლესი კლასის მოთამაშეს იყიდის. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, პირველი სუპერვარსკვლავი, რომელსაც „რომას“ ახალმა მფლობელმა თვალი დაადგა, „იუვენტუსის“ მეკარე ჯიჯი ბუფონია.
ესოპანური გამოცემა „სპორტი“ კი გუშინდელ ნომერში წერდა, რომ „რომა“ „ბარსელონას“ ორი ფეხბურთელითაა დაინტერესებული - საუბარია საყრდენ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოსა და მცველ გაბრიელ მილიტოზეც.