20 მარტს, „შალკესთან“ მოგებული თამაშის (2:0) შემდეგ, „ლევერკუზენის“ გამოცდილმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა მეგაფონი აიღო და ფანებს ელაპარაკებოდა. იმ შეხვედრაში ბალაკმა ძალიან კარგად ითამაშა, რის გამოც გულშემატკივრები მას უდიდესი ოვაციებით ამკობდნენ, მიხაელი კი იმდენად აჟიტირებული იყო, რომ ბოლოს „ლევერკუზენის“ მოსისხლე მტრის, „კიოლნის“ ლანძღვა-გინებას მოჰყვა. „შცჰეისს 1. Fჩ Kოლნ, შცჰეისს 1. Fჩ Kოლნ!“ – ყვიროდა ბალაკი და ეს სიტყვები თარგმანს არ საჭიროებს.
„ლევერკუზენის“ ფანები ამით ძალიან გაახარა და მართალია, მოგვიანებით კიოლნელებს მოუბოდიშა, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ ეს ამბავი „ასე არ