თვითონ მანუელი ამას უარყოფს, ჩემი კონტრაქტის შესახებ ახალი არაფერიაო და ამას ამბობს „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტიც. ეს უკანასკნელი გამორიცხავს იმას, რომ ნოიერს „ბაიერნთან“ წინასწარი კონტრაქტი ჰქონდეს გაფორმებული. გერმანიის ნაკრების მეკარესთან შეთანხმებას უარყოფენ მიუნხენშიც: „ბაიერნის“ მენეჯერ კრისტიან
მიუნხენური გრანდის შეფებს ნოიერთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების უფლება არც აქვთ, რადგან მანუელი „შალკეს“ საკუთრებაა და მასთან მხოლოდ მას მერე ექნებათ მოლაპარაკებების დაწყების უფლება, როცა „შალკეს“ მოურიგდებიან ან მას მერე, როცა ნოიერი თავისუფალი აგენტი გახდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის კოდექსის მიხედვით, კლუბს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყება კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე შეუძლია, ან პირველ რიგში კლუბს უნდა შეუთანხმდეს სატრანსფერო თანხაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს მოთამაშეს. არსებობს გამონაკლისიც და ამ შემთხვევაში, „შალკემ“ „ბაიერნს“ ნოიერთან მოლაპარაკებების ნება უნდა დართოს.
ჩვენი გერმანელი კოლეგებიც სწორედ ამას ვარაუდობენ. მათი აზრით, ნოიერი დიდი ხანია, „ბაიერნს“ მოურიგდა და ეს „შალკეს“ ხელმძღვანელებისთვის გვერდის ავლით არ გაუკეთებია. ეჭვებს ისიც აღრმავებს, რომ რეკორდმაისტერის შეფები ჯიუტად ამბობენ, მანუელის ყიდვა გვინდაო – მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნის“ ფანების დიდი ნაწილი ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია. „ბილდის“ ვარაუდით, ული ჰიონესი იმიტომაც აგრძელებს ნოიერზე ღიად საუბარს, რომ ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ „შალკეს“ ნოიერის სანაცვლოდ ფულის მიღება მხოლოდ ზაფხულშიღა შეუძლია, რადგან 2012 წლის ზაფხულში ბუნდესმეკარე უკვე უფასო იქნება. მანუელ ნოიერი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.