გიოტცე არ იყიდება

AutoSharing Option
ორშაბათს, გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ უნიჭიერეს ნახევარმცველ მარიო გიოტცეს თვალი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ბარსელონამ“ დაადგეს.

ბორუსიას“ მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე ინგლისური და ესპანური სუპერგრანდების შეფებს გიოტცეზე ოცნებისას წარმატებებს უსურვებს: „ასტრონომიული თანხებიც რომ შემოგვთავაზონ, მარიოს არაფრისდიდებით არ გავყიდით. გიოტცეს ჩვენთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გაყიდვა წარმოუდგენელია. მარიო ჩვენთან მინიმუმ 2014 წლამდე, მაქსიმუმ კი მთელი კარიერის მანძილზე ითამაშებს,“ - თქვა გუშინ ვატცკემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული