ლუის ვან გაალსკი?

AutoSharing Option
სანამ მიუნხენის „ბაიერნიდან“ გაათავისუფლებდნენ, 59 წლის ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა თქვა, არსად დავიკარგებიო, მაგრამ მაინც გაათავისუფლეს და როგორც ჩანს, მართლაც არ დაიკარგება. ჰოლანდიური გაზეთი AD გუშინდელ ნომერში იტყობინებოდა, რომ ვან გაალით მოსკოვის „სპარტაკის“ ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები. მეტიც, ლუისი მათთვის სასურველ სპეციალისტთა შორის პირველ ადგილზე ყოფილა.

რუსეთის ჩემპიონატში აღებული სამარცხვინო სტარტის შემდეგ, 42 წლის ვალერი კარპინმა „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კი დარჩა და ახლა, „რუსეთის სახალხო გუნდის“ მფლობელ ლეონიდ ფედუნთან ერთად, ჯანო ანანიძის გუნდისთვის ახალ მწვრთნელს
ეძებს.

ფაქტი ისაა, რომ „სპარტაკს“ ვან გაალისთვის მაღალი ხელფასის გადახდა შეუძლია. ჰოლანდიელი „ბაიერნში“, წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებდა და ფაქტია, რომ მოსკოველები უფრო მეტს შესთავაზებენ. „სპარტაკისთვის“ ფული პრობლემას არ წარმოადგენს - ფედუნი ხომ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული