ჰიონესი: ნოიერში ბევრ ფულს არ გადავიხდით!

AutoSharing Option
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „შალკეს“ ხელმძღვანელებს შეუთვალა, მანუელ ნოიერის ტრანსფერით ჩვენს გაკოტრებას ნუ ეცდებით, ძალიან ბევრი ფულის გადახდას არ ვაპირებთ და იმასაც შეგახსენებთ, რომ თქვენ იძულებულები ხართ, მანუელი გაყიდოთო.

„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვინდა მანუელის ყიდვა და როცა სურვილი არსებობს, არსებობს გზაც. მაგრამ გელზენკირხენელებს ნოიერის ტრანსფერით გამდიდრების და ყველა ვალის გასტუმრების იმედი ნუ ექნებათ,“ - განუცხადა 59 წლის ულიმ „მიუნხენერ თაგესცაითუნგს“ და ისიც თქვა, რომ „შალკეს“ შეფებთან მოლაპარაკებები ჯერ არ წამოუწყია, თუმცა უკვე ისეთი განცდა აქვს, რომ გელზენკირხენელები ასტრონიმიულ თანხას მოითხოვენ.

არადა, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გაკეთებული არაერთი სუპერსეივის შემდეგ მანუელის ფასმა კიდევ აიწია და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, უკვე 25 მილიონ ევროს შეადგენს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული