ტიმოშჩუკს ვოლფსბურგი ეპატიჟება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" უკრაინელმა ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა, "ვოლფსბურგში" გააგრძელოს. "მგლების" ახალ მთავარ მწვრთნელ სტივ მაკლარენს ანატოლი ტიმოშჩუკის გადაბირების დიდი სურვილი აქვს.

ინგლისელ სპეციალისტს თავიდან სამი ხედირას შეძენა სურდა, მაგრამ როცა შეატყო, რომ "შტუტგარტისა" და გერმანიის ნაკრების შუახაზელის ხელში ჩაგდების შანსი არ ჰქონდა, მთელი ძალისხმევა ტიმოშჩუკისკენ მიმართა.

"ვოლფსბურგი" მზადაა, უკრაინელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, "ბაიერნის" თავკაცმა ლუის ვან გაალმა ტიმოშჩუკს, რომელმაც მიუნხენელთა რიგებში ჩატარებული ერთი სეზონის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო, ახალი კლუბის მოძებნა ურჩია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული