ამ კვირაში გერმანიაში ვისაც არ დაეზარა, ყველამ „ბაიერნი“ გააკრიტიკა, ლანძღვის მთავარი ობიექტი კი ბასტიან შვაინშტაიგერი გახლდათ, რომელსაც რეკორდმაისტერის ლიდერობა მოეთხოვება.
სხვადასხვა ექსპერტებისა და მიმომხილველების აზრით, მას მერე, რაც მიუნხენურმა გრანდმა მარკ ვან ბომელი „მილანს“ მიჰყიდა (ტრანსფერი იანვარში განხორციელდა), „ბაიერნს“ აღარ ჰყავს
პრესკონფერენციაზე ხმა პირველმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა აიმაღლა, რომეოლმაც თქვა: „ცხადია, კრიტიკა მეც მეხებოდა. ყველაზე მეტად ეს რობენისგან მეწყინა. არ ვიცი, რა იყო მისი მოტივაცია და ამ დღეებში არიენს აუცილებლად დაველაპარაკები.“
შვაინშტაიგერმა კი უფრო მძაფრად ილაპარაკა. „მე სულაც არ ვარ სუსტი შეფი, ან სუსტი ლიდერი, - ფაქტობრივად ყვიროდა შვაინი, - საკმარისად დიდი ხანია, „ბაიერნში“ ვთამაშობ და ახალბედა აღარ ვარ. გასახდელში ყოველთვის ყველას ესმის, რასაც ვამბობ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვიღაც-ვიღაცები ტყუილად ფიქრობენ, რომ შიდა დაპირისპირებებს აქვს ადგილი. „შალკესთან“ შეხვედრის პირველივე წუთიდან უნდა გამოჩნდეს, რომ ამ მატჩში მხოლოდ მოგება გვინდა. ეს თამაში უმნიშვნელოვანესია!“
რეკორდმაისტერს სამი თამაში დარჩა იმისათვის, რომ „ჰანოვერს“ გაასწროს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, სამეულს მიღმა დარჩენა კი ბავარიელებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.
„მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია, - ასკვნის ლამი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - გაცილებით კრიტიკული, ვიდრე თუნდაც ერთი კვირის წინ, როცა მესამე ადგილზე ვიყავით. ევროპის ლიგის გაგონება აქ არავის გვსიამოვნებს. სამწუხაროდ, აღარც ისეთი თავდაჯერებულები ვართ, როგორც უნდა ვიყოთ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან წნეხის ქვეშ ვართ მოქცეულები.“