ხედირა რეალს ყველაფერზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირა მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. გუშინ ფეხბურთელის მრჩეველმა იორგ ნიბაუერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხედირას და "რეალს" შორის შეთანხმება მიღწეულია. "ჩვენ "რეალის" ხელმძღვანელებს უკვე ყველაფერზე მოვურიგდით. ახლა მთავარია, რომ კლუბებმა მოილაპარაკონ. თუ "რეალი" და "შტუტგარტი" შეთანხმდებიან, ტრანსფერი შედგება," - განუცხადა ნიბაუერმა "ბილდს".

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ახლა საქმე მხოლოდ სატრანსფერო თანხას ეხება. აღსანიშნავია, რომ ხედირას შვაბურ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლითღა აკავშირებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ეს "შტუტგარტის" ბოლო შანსია,
ფეხბურთელში ფული აიღოს. კლუბის ახალი მენეჯერი ფრედი ბობიჩი ამბობს, ხედირას შენარჩუნება ძალიან კი გვინდა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, გამოსავალი უნდა მოვძებნოთო.
უკვე ცნობილია, რომ ხედირას "შტუტგარტიდან" წასვლა და "რეალში" გადასვლა უნდა. სამიმ მადრიდული გრანდი იმის გამო დააინტერესა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა - ხედირამ მუნდიალზე, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაში, ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად იდეალური ტანდემი შექმნა. ისიც უნდა ითქვას, რომ ხედირას "რეალის" ძირიტად შემადგენლობაში თამაშის ჩინებული შანსი ექნება, მადრიდში მისი კონკურენტები ფერნანდო გაგო, მაჰამადუ დიარა და ლასანა დიარა იქნებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული