ჰილდებრანდს სელტიკმა დაუძახა

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმმა" ტიმო ჰილდებრანდს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რადგან კლუბის მეპატრონე დიტმარ ჰოპი ფულს ზოგავს, ჰილდებრანდი კი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. გერმანიის ნაკრების ყოფილ მეკარეს ახალი გუნდის პოვნა რომ არ გაუჭირდებოდა, ცხადი იყო. 31 წლის ტიმო კარიერას, სავარაუდოდ, გლაზგოს "სელტიკში" გააგრძელებს.

ჰილდებრანდმა "ბილდს" დაუდასტურა, რომ შოტლანდიურ გრანდში მართლაც ეპატიჟებიან და აღნიშნა, "სელტიკში" გადასვლა მინდაო. მოგეხსენებათ, "სელტიკი" გამოცდილმა მეკარემ, არტურ ბორუცმა დატოვა ("ფიორენტინაში" გადავიდა) და გლაზგოურ კლუბს ახალი მაღალი დონის კიპერი სჭირდება. "სელტიკის" კარს ახლა პოლონელი ლუკაშ ზალუშკა იცავს და გლაზგოელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო
ეტაპზე პორტუგალიურ "ბრაგასთან" სამარცხვინო მარცხი (0:3) განიცადეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული