რაულის მერე გომესი?

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "შალკეს" მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი რაულის ტრანსფერის შემდეგ, კიდევ ერთ ხმაურიან გარიგებას გეგმავს. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ გელზენკირხენული კლუბის ახალმა მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა მაგათთან ერთად, "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 25 წლის ფორვარდ მარიო გომესის გადაბირებაზე დაიწყო ზრუნვა. ამას წინათაც ვწერდით, რომ მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი სულაც არ არის წინააღმდეგი, რომ გომესი და მიროსლავ კლოზე გაუშვას.

მარიომ, რომელიც ბავარიელებმა ერთი წლის წინ "შტუტგარტიდან" იყიდეს, მიუნხენში იმედები ვერ გაამართლა. მაგათი გომესს ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2003
წელს ეს თავდამსხმელი "შტუტგარტში" სწორედ "დესპოტმა ფელიქსმა" აღმოაჩინა - იმ დროს მაგათი შვაბური კლუბის თავკაცი იყო. ფელიქსი გომესით დაინტერესებას არ ადასტურებს, მაგრამ არც იმას მალავს, რომ რაულთან ერთად, კიდევ ერთი მაღალი კლასის გოლეადორის ყიდვა უნდა. "ბილდის" ცნობით, "ბაიერნი" მზადაა, შარშან 30 მილიონ ევროდ ნაყიდი გომესი, წელს 20 მილიონად დათმოს. მაგათი გომესზე მას მერე ფიქრობს, რაც პსჟ-სგან გიიომ ოარაუს თაობაზე უარი მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული