„როცა „ბაიერნში“ გეპატიჟებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ გეძლევა უნიკალური შანსი, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა. რომელიღაც გუნდზე ხომ არაა ლაპარაკი, საქმე თვით მიუნხენის „ბაიერნს“ ეხება! როცა გავიგე, რომ ბავარიელებს ჩემი
მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორმა იცის, რომ რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი ჯაფა დაადგება, მაგრამ ყველაფრისთვის მზადაა. ნილსი ყველა კონკურენტს (მარიო გომესი, ივიცა ოლიჩი, თომას მიულერი, მიროსლავ კლოზე) აფასებს, მაგრამ მათი არ ეშინია: „ფაქტი იყო, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა. ფაქტია ისიც, რომ არავისი მეშინია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონკურენტებს ვაჯობო.“
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ სასტარტოში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს, პეტერსენმა ასე უპასუხა: „არ ვიცი, ეს მერე გამოჩნდება. მე ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ! ჩემი მიზანი „ბაიერნის“ ფორმით ძალიან ბევრი გოლის გატანაა.“
ამას სიამოვნებით მოისმენს „ბაიერნის“ მომავალი მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც, რომლის შესახებ პეტერსენი შემდეგს ამბობს: „იუპ ჰაინკესმა ჩემს ტრანსფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მას ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორ გზაზე დაყენება იდეალურად ეხერხება და მიხარია, რომ სწორედ იუპი იქნება „ბაიერნის“ მწვრთნელი.“
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნილსმა მიუნხენში საცხოვრებელი ბინის ძებნა დაიწყო, ჟურნალისტებს კი უთხრა, მშვიდი ცხოვრება მიყვარს და მშვიდ უბანს ავარჩევო. სხვათა შორის, ნილს პეტერსენი „ბაიერნში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს...