ბალაკს პირველივე ტური სურს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატამდე დაშავებული მიხაელ ბალაკი იმედოვნებს, რომ 21 აგვისტომდე სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს. ამ დღეს მისი ძველ-ახალი კლუბი "ბაიერი" ბუნდესლიგის პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

"ჩემი რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, კოჭი უკვე წესრიგში მაქვს. "ბორუსიას" წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა და ვფიქრობ, ამას შევძლებ კიდეც. მთავარია, ბუნდესლიგის სტარტს სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში შევხვდე", - ამბობს ბალაკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული