იოზილი: "ვერდერში ვრჩები!"

AutoSharing Option
"ვერდერისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მისით რამდენიმე უცხოური კლუბის დაინტერესებისა, უახლოეს სეზონს ბრემენში გაატარებს.

 

"სიტუაცია საკმაოდ ნათელია. მე კონტრაქტი მაკავშირებს "ვერდერთან". რა იქნება შემდეგ, ჯერჯერობით არ ვიცი. მე სიტყვის კაცი ვარ. არასოდეს ვახანგრძლივებ კონტრაქტს იმისთვის, რომ შემდეგ კლუბი მაშინვე დავტოვო – ყოველთვის პატივს ვცემდი საკონტრაქტო ვალდებულებებს.

ბოლო ორნახევარი წლის მანძილზე მე არასოდეს მითქვამს, რომ წასვლა მინდა. წინა სეზონისას შემოთავაზება მივიღე სხვა კლუბებისგან, მაგრამ მე "ვერდერში" დარჩენა ვამჯობინე. პროფესიონალი ფეხბურთელი თავისი კარიერის მანძილზე საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებს. ამიტომ,

მე მეტს ვფიქრობ სპორტულ პერსპექტივებზე, ვიდრე კონტრაქტის ზომაზე", - განაცხადა იოზილმა "ბილდთან" ინტერვიუში.
მისი მოქმედი კონტრაქტი "ვერდერთან" ერთ წელიწადში იწურება. თუ ხელშეკრულების არ გაგრძელდება, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს შეუძლია კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული