ახალი კონტრაქტი არ იქნება!

AutoSharing Option
„შალკეს“ ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მანუელ ნოიერს გელზენკირხენულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინა. მათ 25 წლის მეკარეს წელიწადში 7 მილიონი ევროც კი შესთავაზეს, მაგრამ უკვე საბოლოოდ გარკვეულია, რომ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. შესაბამისად, გასარკვევი მხოლოდ ისღა რჩება, როდის გადავა მანუელი მიუნხენის „ბაიერნში“ ახლა, თუ ერთი წლის შემდეგ უფასოდ?

ექსპერტებმა „შალკეს“ შეფ კლემენს ტიონიესის ბოლო გაბრძოლება გერმანიის თასის მოგებით გამოწვეული ეიფორიის ლოგიკურ რეაქციად მონათლეს - როგორც იცით, თასის ფინალის შემდეგ, ტიონიესმა საჯაროდ თქვა, რომ ნოიერს წელიწადში
7 მილიონ ევროს სთავაზობს. მას მერე, რაც ეიფორია ჩაცხრა, უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ნოიერისა და „შალკეს“ თანამშრობლომა ახლავე ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში დამთავრდება (კონტრაქტი 2012 წელს ეწურება). მიუხედავად „შალკეს“ სპონსორის, „გაზპრომის“ გულუხვობისა, მანუელი ახალ კონტრაქტზე უარს ამბობს, რაც მისმა აგენტმა ბერნჰარდ შმიტენბეხერმა „კიკერთან“ საუბრისას დაადასტურა.

შესაბამისად, რჩება ორი ვარიანტი: როდის გადავა „ბაიერნში“ ახლა, თუ 2012-ში უფასოდ? პრინციპში, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება „შალკეს“ აქვს მისაღები. გელზენკირხენელებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ: ნოიერი ახლავე დათმონ და მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო (პლუს პრემიები) მიიღონ, თუ ერთი წლით კიდევ შეინარჩუნონ და მერე უფასოდ დაკარგონ? ფაქტი ისაა, რომ მიუნხენური გრანდის შეფებს მანუელის გადაბირება ახლავე ურჩევნიათ, ფულის გადახდისთვისაც მზად არიან და იმედოვნებენ, რომ „შალკე“ ნოიერის ახლავე გაყიდვას დათანხმდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაან მაგადია ნოიერი გადმო ბაიერნშ ი ნოი
dati
18:00 29-05-2011
0
ნოიერი ბავარიაში სულ მალე გადმოვა
soso
12:52 27-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული