ზიდანი: ჯარი თუ ბორუსია?

AutoSharing Option
აგვისტო მოჰამედ ზიდანისთვის მნიშვნელოვანი თვეა. თვის ბოლოს, ეგვიპტის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს 28 წლის თავდამსხმელი. საქმე იმაშია, რომ მას ჯარში იწვევენ. სასამართლო გაარკვევს, რამდენად სავალდებულოა ის, რომ ზიდანმა ჯარში იმსახუროს. სარჩელი მოჰამედის კლუბმა, დორტმუნდის "ბორუსიამ" შეიტანა.

"დორტმუნდის" ხელმძღვანელები ეგვიპტური კანონებით აღშფოთებულები არიან. პირველი აგვისტოდან ზიდანს (34 თამაში ეგვიპტის ნაკრებში) ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. მოჰამედი სამშობლოში მაისიდან იმყოფება და გერმანიაში დაბრუნების უფლება არ აქვს. ჯარში კი მას სამი წლით იწვევენ. ზოგადად, ეგვიპტელებს ჯარში მსახურობის კანონები ძალიან აქვთ გამკაცრებული, მაგრამ ზიდანს
აქამდე ყოველთვის ათავისუფლებდნენ ხოლმე, რადგან ის თავის ოჯახში ფულის ერთადერთი შემტანი იყო. ახლა კი, მოჰამედის ძმაც მუშაობს და საკმაოდ კარგი ხელფასი აქვს საიმისოდ, რომ ოჯახი გამოკვებოს.

"გერმანიაში ჩასვლის უფლება არ მაქვს. ასე რომ მოვიქცე, სამშობლოში ვეღარასოდეს ჩავალ, რადგან აუცილებად დამაპატიმრებენ. ასე რომ, გამოქცევა გამორიცხულია," - უთხრა ზიდანმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

"ბორუსიას" შეფები კი აღშფოთებას ვერ მალავენ და იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიდანს კარიერა უფუჭდება, რადგან ის უკვე 28 წლისაა და თუ ჯარში სამი წელი იმსახურა, ფაქტია, რომ საფეხბურთო კარიერა უნდა დაასრულოს.

"იმედია, არაფერი დაშავდება იმით, რომ ზიდანი ჯარიდან გაათავისუფლონ. იმედს ვიტოვებ, რომ მოჰამედი სექტემბრიდან შემოგვიერთდება და ამისათვის, ფულის გადახდას არ მოსთხოვენ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეგვიპტეში კორუფცია მძვინვარებს და არ გამოვრიცხავ, საქმე იმიტომ გაჭიანურდა, რომ მოხელეები ზიდანს ფულს სთხოვდნენ," - აცხადებს "დორტმუნდის" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული