რაულმა ბაიერნს დუბლი შეუსრულა

AutoSharing Option
შაბათ-კვირას გელზენკირხენში "ლიგა ტოტალის" სახელით ბლიც-ტურნირი გაიმართა, რომელშიც "შალკე", "ბაიერნი", "ჰამბურგი" და "კიოლნი" მონაწილეობდნენ. მატჩები ორტაიმიანი იყო, თუმცა თითო ტაიმი 30 წუთს გრძელდებოდა. შაბათს "შალკემ" "ჰამბურგი" დაამარცხა (2:1), ხოლო "ბაიერნმა" კი "კიოლნი" (0:0, პენალტებით 3:1).
შესაბამისად, გუშინ ფინალში ერთმანეთს "შალკე" და "ბაიერნი" შეხვდნენ. გამარჯვება გელზენკირხენულ კლუბს დარჩა - 3:1. ორი გოლი "შალკეს" სუპერ-ახალწვეულის რაულის ანგარიშზეა. მართალია, რეკორდმაისტერი მეორე შემადგენლობით თამაშობდა, მაგრამ ეს რაულის დუბლსა და ზოგადად "შალკეს" წარმატებას ოდნავადაც არ აკნინებს. მესამე ადგილისთვის მატჩში "ჰამბურგმა" "კიოლნს" 3:0 მოუგო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული