უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბორუსია“ ახალი სეზონისთვის მზადებას მხოლოდ იმ ხუთი ახალწვეულით დაიწყებს, რომელთა გადორტმუნდელება უკვე გადაწყვეტილი ამბავია - საუბარია პერისიჩზე, გიუნდოგანზე, ლიოვეზე, ლაიტნერსა და კოხზე, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოსამზადებელ შეკრებაზე წაიყვანს. ცორკის თქმით, სწორედ შეკრების შემდეგ გადაწყდება, სჭირდება თუ არა BVB-ს კიდევ ახალი მოთამაშეები.
სამაგიეროდ, ცორკი მოქმედი შემადგენლობის გამყარებაზე მუშაობს და მისი უახლოესი
კაგავას, რომელსაც დორტმუნდელები „ნატვრის თვალს“ უწოდებენ, „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ცორკი და სხვა ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ თუ სწრაფად არ იმოქმედეს, შინჯის ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდება. ცორკის თქმით, „დორტმუნდის“ პრიორიტეტი საკადრო საკითხებიდან ახლა კაგავასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. სულელები უნდა ვიყოთ, ამაზე რომ არ ვფიქრობდეთო, აცხადებს გერმანიის ჩემპიონის ერთერთი შეფი. კაგავას მრჩეველი თომას კოხი კი ამბობს, რომ ცორკთან და მენეჯერ ჰანს იოახიმ ვატცკესთან პირველი მოლაპარაკება უკვე შედგა.