მარკოს სენა კობიაშვილთან?

AutoSharing Option
პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებული „ჰერტა“ მომავალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, კლუბის ხელმძღვანელები კი გუნდის გაძლიერებაზე დღენიადაგ მუშაობენ. უახლესი ინფორმაციით, ბერლინული კლუბი „ვილიარეალის“ საყრდენი ნახევარმცველის, მარკოს სენას გადაბირებას აპირებს.

34 წლის წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც 2008 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, „ვილიარეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „ჰერტას“ შეფები მას დაითანხმებენ, ლევან კობიაშვილის გუნდი სენას ხელში უფასოდ ჩაიგდებს.

მარკოს სენას ესპანეთის ნაკრებში 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული (1 გოლი), შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე
კი არ უასპარეზია – ვისენტე დელ ბოსკემ მუნდიალზე მისი წაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული