რენეს ხვალ მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაუკეთებენ - ეს ინფორმაცია გუშინ „ლევერკუზენის“ ბოსებმა ოფიციალურად დაადასტურეს. რენე მთელ მოსამზადებელ პერიოდს გამოტოვებს და ფაქტია, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურებში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. ზუსტად რამდენ ხანს მოუწევს ადლერს ლაზარეთში ყოფნა, ექიმები ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ჯერ ვერ სცემენ.
„იმისათვის, რომ მომავალ
ზოგადად, რენეს ბოლო დროს ტრავმები დასჩემდა. გეხსომებათ, შარშან ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ მუნდიალის წინ დაშავდა, რის გამოც ბუნდესგუნდში პირველობა მანუელ ნოიერმა წაართვა. ადლერს 2006 წელსაც ჰქონდა დაახლოებით ასეთი ტრავმა და მაშინ მას სულაც კარიერის ნაადრევად დასრულების საფრთხე ემუქრებოდა.
ვინ დაიცავს „ლევერკუზენის“ კარს რენეს არყოფნაში? „ფარმაცევტებს“ კიდევ ორი საშუალო დონის კიპერი ჰყავთ: 21 წლის ფაბიან გიფერი და 29 წლის ახალწვეული დავიდ იელდელი. ვნახოთ, რომელ მათგანს მიანიჭებს უპირატესობას „ფარმაცევტების“ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"