ახალი მწვრთნელი, 53 წლის რალფ რანგნიკი უკმაყოფილოა იმით, რომ ხელმძღვანელები ტრანსფერებისთვის იმდენ ფულს არ აძლევენ, რამდენსაც ითხოვს და „პროფესორ რალფს“ რაულის სახითაც პრობლემა შეექმნა.
საქმე იმაშია, რომ 34 წლის ესპანელი თავს ყველაზე უკეთ მაშინ გრძნობს, როცა თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშებენ, რანგნიკი კი მის ადგილს გამთამაშებლის პოზიციაზე, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრალური შემტევის რანგში ხედავს. რალფი ამბობს, ორი თავდამსხმელითაც რომ ვთამაშობდეთ, ფორვარდებად მაინც
„ახალი ფორვარდი მჭირდება, რომელიც აუცილებლად სწრაფი უნდა იყოს - ისეთი, კონტრშეტევებზეც რომ გამოგვადგეს. გასულ სეზონში მხოლოდ ერთი ასეთი შემტევი გვყავდა - ჯეფერსონ ფარფანი. მინდა, რომ ახალ სეზონში მინიმუმ კიდევ ერთი ასეთი თავდამსხმელი მყავდეს,“ - ამბობს რანგნიკი.
დავუბრუნდეთ რაულს, რომელიც გაბრაზებული ჩანს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ესპანელმა 1000 ქომაგთან ერთად გუნდური ფოტოს გადაღება სწორედ იმის გამო გააცდინა, რომ რანგნიკზეა განაწყენებული. თუმცა ვეტერანი ესპანელი რანგნიკის ერთადერთი პრობლემა როდია. მომავალ კვირაში „შალკეში“ 29 წლის საყრდენი ნახარმცველი ჯერმეინ ჯონსი დაბრუნდება, რომელიც გასულ სეზონში „ბლექბერნში“ იყო განათხოვრებული. ცნობილია, რომ აშშ-ის ნაკრების ნახევარმცველს ფეთქებადი ხასიათი აქვს და მწვრთნელებს ყოველთვის ნერვებს უშლის, თუკი ისინი მას არ ათამაშებენ. რანგნიკს კი ნათქვამი აქვს, რომ ჯონსი არ სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"