როგორც ხედავთ, ვერ შეძლო. მაშინდელთან შედარებით უფრო ძლიერი შემადგენლობით მოთამაშე მიუნხენელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მართალია, ლუის ვან გაალის გუნდს ორი ლიდერი, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, პლუს ძირითადი მეკარე ჰანს-იორგ
მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა. "ბაიერნი" თავიდანვე კი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ნაწილამდე ანგარიში მაინც ვერ გახსნა. უშანსოდ არც "შალკე" ყოფილა. 69-ე წუთზე ედუს დარტყმა სასწაულებრივი რეაქციით მოიგერია ბავარიელთა სათადარიგო მეკარე თომას კრაფტმა. სამაგიეროდ, 75-წუთზე ცუდად ითამაშა მისმა კოლეგა მანუელ ნოიერმა. გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი საჯარიმოდან დაუფიქრებლად გამოვარდა და მიროსლავ კლოზეს ვერ დაასწრო. ამ უკანასკნელმა ბურთი უმეთვალყურეოდ მიტოვებულ თომას მიულერს დაუგორა, რომელმაც ანგარიში აუღელვებლად გახსნა.
მეორე გოლი კლოზემ გაიტანა, მაგრამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში მასზე დიდი წვლილი ივიცა ოლიჩმა შეიტანა, რომელმაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და მიროს ბურთი ფეხზე "დაასვა".
ფელიქს მაგათის გუნდს, რომელმაც შაბათს მეტისმეტად უსახურად ითამაშა, მატჩის სათავისოდ დასრულების შანსი საერთოდ არ ჰქონია. ვერც რაულმა და ვერც დანარჩენმა შალკელებმა გაძლიერებულ "ბაიერნს" ვერაფერი დააკლეს.
ბაიერნი-შალკე 2:0
ბაიერნი: კრაფტი - ლამი, დემიკელისი (71. სოსა), ბადშტუბერი, კონტენტო - შვაინშტაიგერი (59. ოტლი), პრანიჩი - ოლიჩი, ჰამით ალთინთოფი - მიულერი - კლოზე.
შალკე: ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი (46. ესკუდერო) - კლუგე (46. მორიტცი), მატიპი, რაკიტიჩი - ფარფანი - რაული, ედუ.
გოლები: 1:0 მიულერი (75), 2:0 კლოზე (81)
მაყურებელი: 30 662 (აუგსბურგი)