იოზილი: ერთი წელი გერმანიაში მირჩევნია

AutoSharing Option
მესუთ იოზილი აცხადებს, რომ "ვერდერიდან" აუცილებლად წავა, ოღონდ უახლოეს სეზონს მაინც ამჟამინდელი კლუბის შემადგენლობაში გაატარებს.

"დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ უახლოესი ერთი წელიწადის განმავლობაში "ვერდერში" ვითამაშებ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოვუტანო, რათა გულშემატკივრებმა მხოლოდ და მხოლოდ დადებით კუთხით გამიხსენონ.
რაღა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი შეძენა "რეალსა" და "ბარსელონას" სურთ. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, ბავშვობაში ჩემი კერპები ბუტრაგენიო და სტოიჩკოვი იყვნენ, მათი პლაკატები კედელზე მქონდა გაკრული. ყველაფრის მიუხედავად, საზღვარგარეთ წასვლას არ ვჩქარობ, სჯობს, კიდევ ერთი წელი
გერმანიაში ვითამაშო", - ამბობს იოზილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული