ბაიერნი რიბერის არ უშვებს

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატისას მომხდარ სკანდალთან დაკავშირებულ მოსმენაზე ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ფრანკ რიბერი დაიბარა. მიუნხენის "ბაიერნმა" გადაწყვიტა, მოსმენაზე, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, რიბერი არ გაუშვას.

"ფიფას წესებით, კლუბი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, ფეხბურთელი გაათავისუფლოს, როცა იგი საერთაშორისო სანაკრებო მატჩზეა გამოძახებული. მოცემული სიტუაცია კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ასე რომ, რიბერის საფრანგეთში გაშვებას არ ვაპირებთ", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რიბერი და საფრანგეთის ნაკრების სხვა წევრები მუნდიალისას ვარჯიშის ჩაშლასა და ეროვნული გუნდის მაშინდელი თავკაცის, რაიმონ
დომენეკის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში არიან ბრალდებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული