შალკე ჯერ გრანდი არაა...

AutoSharing Option
"შალკეს" თავკაცი ფელიქს მაგათი აღიარებს, რომ მისი გუნდი გერმანიის სუპერთასზე "ბაიერნთან" დამსახურებულად დამარცხდა.

"განსაკუთრებულად იმედგაცრუებული მატჩის პირველი ტაიმით დავრჩი. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით, მაგრამ გამარჯვებისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უშანსოდ დავმარცხდით. პირველი გოლი დასანანი შეცდომის გამო მივიღეთ და ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

ყველაზე მეტად უკმაყოფილო ჩვენი ნახევარდაცვის თამაში ვარ. ივან რაკიტიჩმა საკუთარი ფუნქციები საერთოდ ვერ შეასრულა, არადა, წინასასეზონო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა.

საერთო ჯამში, ვაღიარებ, რომ "ბაიერნს" გამარჯვება ეკუთვნოდა. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ტოპ-კლასის
მეტოქეებს თანაბარი ბრძოლა გავუმართოთ", - ამბობს მაგათი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული