"მანჩესტერ სიტის" სლოვაკი ნახევარმცველი ვლადიმირ ვაისი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ბოლტონში" ჩაატარა, შესაძლოა, "შტუტგარტში" აღმოჩნდეს. მართალია, ვაისს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ "სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინი მის საპრემიერლიგო განაცხადში შეყვანას არ აპირებს და აქედან გამომდინარე, ფეხბურთელის გერმანიაში გადაბარგების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
"შტუტგარტი" გასულ მუნდიალზე თავგამოჩენილი ვაისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "მარსელიდან" განელი შუახაზელი ანდრე აიუ ვერ გადაიბირა.
20 წლის ვაისს, რომელიც სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ვაჟია, თავისი ქვეყნის მთავარ გუნდში ჯერჯერობით, 12 მატჩი აქვს ჩატარებული.
20:35 09-08-2010
ვაისს შტუტგარტი იწვევს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული