ბაიერნის 350 მილიონი

AutoSharing Option
სწორედ ეს თანხა შეადგინა მიუნხენური გრანდის თანხების ბრუნვამ გასულ სეზონში. ამის შესახებ საზოგადოებას "ბაიერნის" პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განუცხადა.

"ჩვენმა ბრუნვამ პირველად გადააჭარბა 300 მილიონ ევროს. 350 მილიონიან ნიშნულს კი იმით მივაღწიეთ, რომ ახლად აშენებულ "ალიანც-არენას" უკვე მოგება შემოაქვს", - აცხადებს რუმენიგე.

მან იქვე დასძინა, რომ "ბაიერნმა" დადებითი ფინანსური ბალანსით ზედიზედ მე-16 სეზონი დაასრულა. "კრიზისი? მსგავსი არაფერი მსმენია", - ესეც რუმენიგეს სიტყვებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული