"ჩვენმა ბრუნვამ პირველად გადააჭარბა 300 მილიონ ევროს. 350 მილიონიან ნიშნულს კი იმით მივაღწიეთ, რომ ახლად აშენებულ "ალიანც-არენას" უკვე მოგება შემოაქვს", - აცხადებს რუმენიგე.
მან იქვე დასძინა, რომ "ბაიერნმა" დადებითი ფინანსური ბალანსით ზედიზედ მე-16 სეზონი დაასრულა. "კრიზისი? მსგავსი არაფერი მსმენია", - ესეც რუმენიგეს სიტყვებია.