თასი ოხერია, გრანდებს ყლაპავს!

AutoSharing Option
გერმანიის თასი. პირველი ეტაპი.
რ. ბ. ლაიპციგი-ვოლფსბურგი 3:2
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - ოხსი, კიაერი, რუსი, მ. შეფერი - ჟოსუე (31. თუნჯაი/62. ჰელმესი) - ტრეში, სალიჰამიჯიჩი (46. დეჟაგა) - ჰასებე - ლაკიჩი, მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 ფრანი (6), 2:0 ფრანი (17), 2:1 ლაკიჩი (25), 2:2 სალიჰამიჯიჩი (28), 3:2 ფრანი (45)

ჰაიდენჰაიმი-ვერდერი 2:1
ვერდერი (4-1-3-2): ვიზე - ფრიტცი, პაპასტატოპულოსი, ვოლფი, შმიტცი - ბარგფრედე - ბოროვსკი (61. ექიჩი), მარინი, ჰანტი (74. ვაგნერი) - როზენბერგი, თაი (61. არნაუტოვიჩი).
გოლები: 0:1 როზენბერგი (33), 1:1 ზაუტერი (56), 2:1 შნატერერი
(58)

დრეზდენი-ლევერკუზენი 3:3 (დ.დ. 4:3)
ლევერკუზენი (4-2-3-1): იელდელი - ბალიტჩი, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი (63. ბალაკი) - სემი, რენატო (80. კასტრო), შიურლე - დერდიოკი (63. კისლინგი).
გოლები: 0:1 დერდიოკი (6), 0:2 სემი (12), 0:3 შიურლე (49), 1:3 შუპანი (68), 2:3 კოხი (70), 3:3 კოხი (86), 4:3 შნეტცლერი (117)

ოლდენბურგი-ჰამბურგი 1:2
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, მანციენი, ვესტერმანი, აოგო - კაჩარი (78. ტეშე), იაროლიმი - ტიორე, სონი (87. იანსენი), ელია - პეტრიჩი.
გოლები: 0:1 ვესტერმანი (26), 1:1 ფერული (34), 1:2 პეტრიჩი (72)

ზანდჰაუზენი-ბორუსია (დ) 0:3
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ლიოვე - გიუნდოგანი, კელი - მ. გიოტცე (70. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (85. ლაიტნერი), გროსკროიტცი (70. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (10), 0:2 კაგავა (56), 0:3 ლევანდოვსკი (90)

ტენინგენი-შალკე 1:11
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, ფუხსი - მატიპი (46. ჯონსი), ჰოლტბი - ბაუმიოჰანი (61. მორავეკი), რაული, დრაქსლერი (61. გავრანოვიჩი) - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (3), 0:2 პაპადოპულოსი (7), 0:3 რაული (13), 1:3 კირსტენი (22), 1:4 ჰუნტელაარი (22), 1:5 რაული (32), 1:6 ჰუნტელაარი (39), 1:7 ჰოლტბი (57), 1:8 ჰუნტელაარი (64), 1:9 გავრანოვიჩი (70), 1:10 ჰოლტბი (75), 1:11 გავრანოვიჩი (79)

მოიზელვიტცი-ჰერტა 0:4
ჰერტა (4-2-2-2): ბურხერტი - ლელი, იანკერი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (70. რონი), თორუნი - ლასოგა, რამოსი (78. მორალესი).
გოლები: 0:1 რამოსი (22), 0:2 რამოსი (26), 0:3 ოტლი (49), 0:4 ებერტი (56)

რეგენსბურგი-ბორუსია (მ) 1:3
გოლები: 0:1 შტრანცლი (13), 0:2 როისი (22), 1:2 შვაინშტაიგერი (29-პენ), 1:3 დე კამარგო (71)

ვეენი-შტუტგარტი 1:2
გოლები: 0:1 ბიჩაქჩიჩი (5), 1:1 იანჯიჩი (28-პენ), 1:2 კუჟმანოვიჩი (50)

დინამო ბერლინი-კაიზერსლაუტერნი 0:3
გოლები: 0:1 ილიჩევიჩი (18), 0:2 ტიფერტი (23), 0:3 პეცოსი (50)

არმინია-ნიურნბერგი 1:5
გოლები: 1:0 იერატი (15), 1:1 ფოილნერი (26), 1:2 ფოილნერი (35), 1:3 ფოილნერი (40), 1:4 მაკი (65), 1:5 პეკჰარტი (71)

უნტერჰახინგი-ფრაიბურგი 3:2
გოლები: 0:1 მაკიადი (9), 1:1 შტერნიშკო (16), 2:1 ტუნჯიჩი (47-პენ), 2:2 რაიზინგერი (74), 3:2 ტუნჯიჩი (87-პენ)

ანკერი-ჰანოვერი 0:6
გოლები: 0:1 აბდელაუ (13), 0:2 აბდელაუ (25), 0:3 შტინდლი (34), 0:4 შტინდლი (36), 0:5 შტოპელკამპი (71), 0:6 შტოპელკამპი (76)

გერმანია ვინდეკი-ჰოფენჰაიმი 1:1 (დ.დ 1:3)
გოლები: 1:0 ბუხჰოლცი (36), 1:1 სალიჰოვიჩი (51-პენ), 1:2 ჯონსონი (98), 1:3 ბაბელი (116)

ცვაიბრიუკენი-მაინცი 0:0 (დ.დ 1:2)
გოლები: 0:1 შლიშკოვიჩი (95), 0:2 ალაგუი (115), 1:2 მაული (116)

ვიდენბრიუკი-კიოლნი 0:3
გოლები: 0:1 ნოვაკოვიჩი (23), 0:2 ნოვაკოვიჩი (45), 0:3 ჟაჟალო (78)

როტ ვაის ესსენი-უნიონი 2:2 (პენ. 4:3)
ზაარბრიუკენი-აუე 1:1 (დ.დ. 1:3)
ოსნაბრიუკი-მიუნხენ 1860 2:2 (დ.დ. 2:3)
ჰელეშერი-აინტრახტი 0:2
ტრირი-ზანკტ პაული 2:1
ალენი-პადერბორნი 0:10
ბაბელსბერგი-დუისბურგი 0:2
კილი-კოტბუსი 3:0
ემდენი-ფრანკფურტი 1:1 (1:5)
ჰანზა-ბოხუმი 2:2 (პენ. 3:5)
ობერჰაუზენი-აუგსბურგი 1:1 (დ.დ. 1:2)
ობერნოილანდი-ინგოლშტადტი 1:4
კარლსრუე-ალემანია 3:1
აიმსბიუტელი-ფიურტი 0:10
კასელი-ფორტუნა 0:3
ბრაუნშვაიგი-ბაიერნი დღეს

გერმანიაში ახალი სეზონი პარასკევს ოფიციალურად გერმანიის თასის პირველი ეტაპით დაიწყო. როგორც ყოველთვის სათასო ბატალიებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თასის პირველმა რაუნდმა ისეთი გუნდები შეიწირა, წესით, მომდევნო ეტაპზე ულაპარაკოდ რომ უნდა გასულიყვნენ.

თვითონ განსაჯეთ: "ვოლფსბურგი", ბრემენის "ვერდერი", "ლევერკუზენი" და "ფრაიბურგი" უსუსტეს მეტოქეებთან დამარცხდნენ, ყველაზე სამარცხვინოდ კი "ლევერკუზენმა" წააგო - "ფარმაცევტები" დრეზდენში "დინამოს" 3:0-ს უგებდნენ, მერე რაღაც სასწაული დაემართათ და 3:4 დამარცხდნენ.

რამდენიმე გუნდი კატასტროფას ძლივს გადაურჩა: მაგალითად, "ჰამბურგმა" უსუსური "ოლდენბურგი" ძლივს, 2:1 დაამარცხა; "ჰოფენჰაიმი" მეექვსე ლიგის წარმომადგენელ "გერმანია ვინდეკთან" წაგებას ძლივს, დამატებით დროში გადაურჩა; ძირითად დროში ვერც "მაინცმა" მოიგო, არადა კარნავალელებს მეტოქედ უსუსტესი "ცვაიბრიუკენი" ჰყავდათ და საერთოდ რომ მოიგეს, ამასაც მსაჯს უნდა უმადლოდენ. სამაგიეროდ, "შალკემ" იფრინა - 11:1 "ტენინგენთან" და არც ჩემპიონ "დორტმუნდს" შეჰქმნია პრობლემა. მიუნხენის "ბაიერნი" დღეს ბრაუნშვაიგში თამაშობს.

მაგათს მილიონებს დაპირდნენ
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ? ამ შემთხვევაში ეს "ვოლფსბურგზე" ითქმის, რადგან მეოთხელიგელ "რაზენ ბალშპორტ ლაიპციგთან" განცდილი კრახის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერს, ფელიქს მაგათს ტრანსფერებისთვის დამატებითი მილიონები აღუთქვეს. არადა, "ვოლფსბურგმა" ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა - მოედანზე იყვნენ ახალწვეულები სალიჰამიჯიჩი, ტრეში, რუსი და ლაკიჩი.

თუმცა ამ მარცხის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მაგათს სასწრაფოდ სჭირდება როგორც ახალი გამთამაშებელი (ჰასებემ ამ პოზიციაზე სამარცხვინოდ ითამაშა), ისე ახალი კარგი ცენტრალური მცველიც, რადგან "მგლებს" ყველაზე მეტად სწორედ დაცვაში უჭირდათ. შეხვედრის შემდეგ მაგათი ფეხბურთელებს დაემუქრა, ამ წაგებას აუცილებლად მწვავე რეაქცია მოჰყვება, როგორც ჩანს, ზოგ-ზოგიერთმა რაღაც-რაღაცები კარგად ვერ გაიგოო. "ბილდის" ინფორმაციით, კვირას კლუბის შეფები შეიკრიბნენ და "დესპოტ ფელიქსს" ტრანსფერებისთვის დამატებით მილიონებს დაპირდნენ. კვირას გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ფელიქსი ბრაზილიელ ფლეიმეიქერ დიეგოს გუნდში დააბრუნებდა, მაგრამ მაგათმა ეს ცნობა უარყო. "ბილდი" წერს, "ვოლფსბურგი" ბრემენელ მარკო მარინს უმიზნებსო.

სიკვდილი 100 წამში
"ვერდერმაც" დიდი სირცხვილი ჭამა და "ჰაიდენჰაიმთან" წაგების შემდეგ, ბრემენელი ქომაგები სერიოზულად ანერვიულდნენ იმაზე, რომ ასეთი თამაშით "მუსიკოსებს" პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც კი გაუჭირდებათ. მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელმა "ჰაიდენჰაიმმა" თომას შააფის გუნდი 100 წამში მოკლა: "ვერდერი" მარკუს როზენბერგის გოლით იგებდა და მეორე ტაიმში ვინმე ზაუტერმა და ვინმე შნატერერმა ტიმ ვიზეს 100 წამში ორი გოლი გაუტანეს. ამრიგად, შააფის ერაში "ვერდერი" გერმანიის თასს პირველ ეტაპზე მეორედ გამოეთიშა. ბრემენელთა საუბედუროდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ჰერ ზაუტერი ანგარიშს გაათანაბრებდა, მარინმა პენალტი ვერ გაიტანა - არადა, რომ გაეტანა 2:0 გახდებოდა...

ლევერკუზენის ჯოჯოხეთი: 3:0-დან 3:4!
პრინციპში, კაცმა არ იცის, ეყოფოდა თუ არა "ვერდერს" თუნდაც 2:0, რადგან აგერ, "ლევერკუზენს" სულაც 3:0 არ ეყო და თანაც ვისთან? დრეზდენის "დინამოსთან"! ამ გუნდის შესახებ ბოლოს როდის გაიგეთ? გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის ყველაზე სავალალო და დასაფიქრებელი ის არის, რომ სანამ ახალი მწვრთნელი რობინ დუტი მოედანზე მიხაელ ბალაკს შეუშვებდა, ყველაფერი კარგად იყო და "ფარმაცევტები" 3:0-ს იგებდნენ. ბალაკი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, ზუსტად ხუთ წუთში დრეზდენელებმა ლევერკუზენელთა კარში გოლების გატანა დაიწყეს და 20 წუთში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. დამატებით დროში კი მატჩის გმირი ვინმე ალექსანდერ შნეტცლერი გახდა, რომელმაც "ბაიერის" კარი კონტრიერიშის შემდეგ დალაშქრა...

როგორ უნდა წააგოს გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა მეორე ბუნდესლიგაში ახლახან გადასულ დრეზდენის "დინამოსთან" 4:3, როცა 67-ე წუთამდე 3:0-ს იგებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა "ბაიერიდან" ყველას უჭირდა. "არა მგონია, რომ ეს ბალაკისა და კისლინგის ბრალი ყოფილიყო, რომლებიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. უბრალოდ, დრეზდენელები უცებ სულ სხვანაირად ათამაშდნენ," - თქვა "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა. "არ მჯერა! რაც დღეს მოხდა, სიზმარი მგონია," - ეს კი გაოგნებული დუტის სიტყვებია.

ბალაკმა საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანი მაშინვე დატოვა და აბსოლუტურად ყველა დინამოელს, ვისაც მისი მაისურა სურდა, ზურგი აქცია. მიხაელს არც ჟურნალისტებთან უსაუბრია. ცხადია, ამ წაგების 34 წლის ბალაკზე გადაბრალება არ შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიხაელი მოედანზე "ლევერკუზენის" ხორცმეტივით იყო.

უნტერჰახინგიც გმირია!
კვირას, ელიტარული გუნდებიდან ყველაზე უიღბლო "ფრაიბურგი" გამოდგა - საკმარისი იყო, მარკუს ზორგის კლუბს მთავარი დამრტყმელი ძალა, პაპის დემბა სისე დაჰკლებოდა, რომ ფრაიბურგელები "უნტერჰახინგთან" დამარცხდნენ. თავიდან "ფრაი" იგენდა, მაგრამ "ჰახინგმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კერკეტი კაკალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული