გერმანიას ჰიტცლშპერგერი უკაპიტნებს

AutoSharing Option
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მის გუნდს დღეს, დანიასთან ამხანაგურ მატჩში ინგლისური "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი თომას ჰიტცლშპერგერი უკაპიტნებს.

შეგახსენებთ, გერმანელთა კაპიტანი მიხაელ ბალაკია, მუნდიალზე კი ბუნდესგუნდს მისი არყოფნის გამო ფილიპ ლამი კაპიტნობდა. დანიასთან შეხვედრას ორივე მათგანი გამოტოვებს. ჰიტცლშპერგერი კი ლიოვს მუნდიალზე საერთოდ არ წაუყვანია.

"თომასი ჩინებული ფეხბურთელია, აქვს ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება და ლიდერის თვისებები. ასე რომ, იგი ღირსეული კაპიტანი იქნება", - ამბობს ლიოვი.

28 წლის ჰიტცლშპერგერის ანგარიშზე გერმანიის ნაკრებში ჩატარებული 51 მატჩი და 6 გოლია.

ლიოვმა ისიც თქვა, რომ დანიასთან შეხვედრაში ნაკრების კარს ტიმ ვიზე დაიცავს და თამაშის საშუალებას განაცხადში შეყვანილ ყველა ფეხბურთელს მისცემს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული