შალკე გუისას უხმობს

AutoSharing Option
"შალკეს" თავკაც ფელიქს მაგათს მოსკოვის "დინამოში" წასული კევინ კურანის იდეალურ შემცვლელად "ფენერბახჩეს" ფორვარდი დავიდ გუისა მიაჩნია. 29 წლის გუისას კლუბის შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და იქ წავა, სადაც უკეთეს ფინანსურ პირობებს შესთავაზებენ. გელზენკირხენელთა გარდა, მისი შეძენის ინგლისურმა "ბლექბერნმა" და რუსულმა "რუბინმაც" გამოთქვეს.

გუისა "ფენერბახჩეს" 2008 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ შეუერთდა და სტამბოლური კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 93 მატჩში 34 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული