ჰუნტელაარი: 10-ზე მეტს გავიტან!

AutoSharing Option
გერმანიის თასის პირველი რაუნდის მატჩის შემდეგ, რომელშიც "შალკემ" "ტენინგენი" 11:1 გაანადგურა, გელზენკირხენული კლუბის თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი უბედნიერესი ადამიანი იყო.

ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან 27 წლის ჰოლანდიელმა ფორვარდმა ხსენებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს, პოკერი ბოლოს როდის შევასრულე. ცხადია, ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ უფრო მეტის გატანა მინდოდა. გერმანიის თასზე ერთ შეხვედრაში გატანილი გოლებით რეკორდი კარსტენ იანკერს ეკუთვნის, რომელმაც 2004 წელს "კაიზერსლაუტერნის" ფორმით ერთ შეხვედრაში ექვსი გოლი შეაგდო. მისი რეკორდის დამხობა მინდოდა," - აცხადებს ჰუნტელაარი "ბილდისთვის"
მიცემულ ინტერვიუში.

მართალია, იანკერის რეკორდი ვერ დაამხო, მაგრამ ჰოლანდიელს ახლა უკვე ახალი მიზანი აქვს: "10 გოლზე მეტის გატანა მინდა და ვფიქრობ, ეს რეალურია," - ამბობს ჰუნტელაარი, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ 8 გოლი შეაგდო. 10-ზე მეტი გოლის გატანა ჰოლანდიელისთვის მართლაც რეალურია. მთავარია, არ დაშავდეს, სხვამხრივ კი, ყველაფერი კარგადაა - "შალკეს" მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ჰუნტელაარს ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული