"ბრემენში ვრჩები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად მოარული ხმებისა, "ვერდერიდან" წასვლასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვარ", - ამბობს "ვერდერისა" და გერმანიის ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი.
ყველაზე მეტად მას ლონდონის "არსენალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. მერტეზაკერს "ვერდერთან" კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.