მერტეზაკერი: ვერდერში ვრჩები!

AutoSharing Option
პერ მერტეზაკერმა წერტილი დაუსვა მისი სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე აგორებულ მითქმა-მოთქმას და საჯაროდ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს კლუბის შეცვლას არ აპირებს.

"ბრემენში ვრჩები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად მოარული ხმებისა, "ვერდერიდან" წასვლასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვარ", - ამბობს "ვერდერისა" და გერმანიის ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი.

ყველაზე მეტად მას ლონდონის "არსენალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. მერტეზაკერს "ვერდერთან" კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული