"ვერდერში"შვებით ამოისუნთქეს. "მუსიკოსების"გამარჯვება შვედი თავდამსხმელის, მარკუს როზენბერგის (ორივე გოლი მის ანგარიშზეა) დამსახურება გახლავთ - იმ როზენბერგისა, რომელიც ახლა წესით "ვერდერში"არ უნდა თამაშობდეს,
"როზი"გასულ სეზონში სანტანდერის "რასინგში"იყო განათხოვრებული და პრიმერადივიზიონში 9 გოლი გაიტანა, თუმცა ესპანურ კლუბში ხელფასი არ გადაუხადეს (!), რისთვისაც "რასინგს"ფიფაში უჩივის. ბრემენში მისი დაბრუნებით არ აღფრთოვანდნენ, ახლა კი, ალბათ უხარიათ, რომ როზენბერგი არ წავიდა (მისი გადაბირება არავინ მოისურვა).
"გული მიგრძნობდა, რომ "კაიზერსლაუტერნთან"აუცილებლად გავიტანდი, დუბლმა კი ძალიან გამახარა და ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობა გამოსწორებულია,"- აცხადებს შვედი და მდგომარეობის გამოსწორებაში იმასაც გულისხმობს, რომ შააფი მას ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებდა. საქმე იმაშია, რომ ბრემენული კლუბის წინა ხაზიდან, სასტარტოში თამაში მხოლოდ კლაუდიო პისაროს აქვს განაღდებული, რომელიც ამჯერად ტრავმირებული იყო. მეორე ადგილისთვის კი როზენბერგი, მარკო არნაუტოვიჩი, სანდრო ვაგნერი და ლენარტ თაი იბრძვიან. "ლაუტერნთან"შააფმა როზენბერგ-თაის წყვილი ათამაშა და შედეგიც ნახა.
სეზონის გამარჯვებით დაწყება ბრემენელებს ძალიან უხარიათ, მაგრამ ამავდროულად პერ მერტეზაკერზე დარდობენ, რადგან დიდი შანსია, რომ "მუსიკოსების"კაპიტანი "ვერდერიდან"წავიდეს. პერი არ უარყოფს, რომ მისი წასვლა რეალურია - ბრემენში ახლა უკვე სულ სხვანაირი სიტუაციაა, კლუბმა ყველაფერში ფული უნდა დაზოგოს და ვერავის შევპირდები, რომ ამ სეზონს აქ გავატარებო. სხვანაირად რომ ვთქვათ, "ვერდერს"ფული სჭირდება და კარგი წინადადების შემთხვევაში, ბრემენელები არა მარტო მერტეზაკერს, არამედ მარკო მარინს და მეკარე ტიმ ვიზესაც გაყიდიან.
რაც შეეხება დამარცხებულ "კაიზერსლაუტერნს"- შაბათს ამ გუნდს სასაცილო და გერმანელებისთვის მეტად უჩვეულო რამ დაემართა: 81-ე წუთზე "ლაუტერნის"რიგებში კლემენს ვალხი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პერსონალს მისი ფორმა გასახდელში დარჩენოდა. შესაბამისად, ვალხი მოედანზე ვერ შევიდა და მწვრთნელმა მარკო კურცმა მის ნაცვლად მინდორზე მარტინ ამედიკი შეუშვა. კურცი გაოგნებული იყო, ბუნდესლიგაში ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ნაღდად არ მეგონაო...
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მოულოდნელმა ნახევარფინალისტმა "შალკემ"სეზონი სამარცხვინოდ დაიწყო. "შტუტგარტის"სტადიონს რეკონსტრუქცია ორი წლის განმავლობაში უკეთდებოდა და განახლებულ-გალამაზებული "მერსედეს ბენც არენა"შაბათს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, შვაბებმა კი ახალ სტადიონზე "შალკე"ყველა ასპექტში დაჩაგრეს - 3:0 60 000 მაყურებლის თვალწინ.
გელზენკირხენელებმა იმდენად ცუდად ითამაშეს, რომ დიდი შანსია, ბუნდესლიგაში წელსაც ისეთივე საშინელი სტარტი აიღონ, როგორც შარშან, ფელიქს მაგათის ხელში, როცა ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს. არადა, რალფ რანგნიკმა ბევრი რამ შეცვალა და წესით, ლევან ყენიას კლუბს შტუტგარტში ღირსეულად უნდა ეთამაშა. საუკეთესო შალკელი მანუელ ნოიერის შემცვლელი რალფ ფერმანი (!) გახლდათ - მიუხედავად სამი გოლის გაშვებისა. რომ არა ფერმანი, "შტუტგარტი"მინიმუმ 5:0-ს მოიგებდა. კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა თქვა, აბსოლუტურად დამსახურებულად დავმარცხდითო, მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა კი დასძინა, ფეხბურთელების უმეტესობას ფეხი არ გაუნძრევიაო.
შვაბთა იაპონელმა ნახებარმცველმა, 25 წლის შინჯი ოკაზაკიმ მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შესვლიდან რვა წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა. მასთან ერთად, ძალიან კარგად ითამაშა მექსიკელმა ახალწვეულმა მასამ, რომელიც შვაბებმა "ეინდჰოვენიდან"შეიძინეს. მან "შტუტგარტის"დაცვის ბურჯი და კაპიტანი მატიო დელპიერი შესანიშნავად შეცვალა და როგორც კლაას-იან ჰუნტელაარს, ისე რაულს, არაფერი გააბედინა. მატჩის შემდეგ შტუტგარტელთა დამრიგებელი ბრუნო ლაბადია კმაყოფილებისგან ხელებს იფშვნეტდა, "შალკეს"თავკაცი რალფ რანგნიკი კი კატაკომბებში უსიტყვოდ გაუჩინარდა - ფაქტია, "პროფესორს"ბევრი საქმე აქვს.
სამაგიეროდ, სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო "ვოლფსბურგმა~, რასაც გერმანიის თასზე განცდილი კრახის შემდეგ ბევრი არ ელოდა. 3:0 კიოლნში - ფელიქს მაგათმა "მგლებს"ჩინებული სტარტი ააღებინა. წინა კვირაში, ანუ, თასიდან გავარდნის შემდეგ "ვოლფსბურგში"ბევრი რამ მოხდა - მთავარი მოვლენა კი ის იყო, რომ მაგათმა 27 წლის მარსელ შეფერს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და გუნდის თავად ახალწვეული კრისტიან ტრეში დანიშნა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ შეფერი იმპიჩმენტს არ დაუსუსტებია. პირიქით, მარსელმა ძალიან კარგად ითამაშა და მშვენიერი გოლიც კი გაიტანა, რაც 2008 წლის 17 მაისის შემდეგ არ ჰქონდა გაკეთებული.
ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ მაგათი 27 წლის თავდამსხმელ პატრიკ ჰელმესს სასტარტოში გაამწესებდა, მაგრამ "დესპოტი"სწორედ ასე მოიქცა და მისმა გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც - პატრიკმა დუბლი შეასრულა. თუმცა მაგათს მისი თავიდან მოშორება გადაწყვეტილი აქვს და აღიარა კიდეც, იმიტომ ვათამაშე, რომ გოლები გაეტანა და მისი მსურველები გამოჩენილიყვნენ, კარგია, რომ ეს მოახერხა და ახლა ჰელმესის თაობაზე კარგ შემოთავაზებებს ველოდებიო. აი, ასე და თუ მაგათი ჰელმესს გაყიდის, მაშინვე ფრაიბურგელ პაპის დემბა სისეს იყიდის, რომელიც 15-16 მილიონი ევრო ღირს. სხვათა შორის, სისეს ყიდვა მოსკოვის "დინამოსაც"უნდა.
რაც შეეხება "კიოლნს"- ამ გუნდში ყველაფერი კარგად არ არის. ლუკას პოდოლსკისთვის კაპიტნობის ჩამორთმევის შემდეგ, ისე ჩანს, რომ ახალ მწვრთნელ სტალე სოლბაკენს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა. პოლდი მთელი მატჩის განმავლობაში იდგა და თითქმის არ მოძრაობდა. შედეგი: "კიოლნს"სეზონის პირველი მატჩი 2005 წლის შემდეგ არ მოუგია...
ზემოთ ნახსენებმა სისემ, რომელიც შარშან 22 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, ახალი სეზონიც გოლით გახსნა - "ფრაიბურგმა"და ბუნდესლიგის დებიუტანტმა "აუგსბურგმა"ამ უკანასკნელის მოედანზე ქულები გაიყვეს (2:2).
აღსანიშნავია, რომ აუგსბურგელთა წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი აკაკი გოგია მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა და 81-წუთზე ახალგაზრდა ნახევარმცველმა საგოლე პასი გააკეთა. სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ გაათანაბრა ანგარიში 26 წლის თავდამსხმელმა საშა მიოლდერსმა. ზოგადად, ამ უკანასკნელმა "ფრაისთან"დუბლი შეასრულა. მიოლდერსი მატჩის გმირი გახდა და მის შესახებ რამის გახსენებას ამაოდ ცდილობთ - საშა მიოლდერსი მხოლოდ ძალიან დაკვირვებულ თვალს თუ ეხსომება.
ეს ფორვარდი "ფრანკფურტის"ფეხბურთელი იყო და "აუგსბურგმა"200 000 ევროდ, გაგდებული მიხაელ თურკის შემცვლელად შეიძინა. მენეჯერი ანდრეას რეტიგი ამბობს, საშა სწორედ ამისთვის ვიყიდეთ და იმედია, გოლებს მომავალშიც გაიტანსო.
ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს "ჰანოვერმა"და "ნიურნბერგმაც~. მირკო სლომკას "წითლებმა""ჰოფენჰაიმი"დაამარცხეს, ფრანკებმა კი ბერლინის "ჰერტას"ბუნდესლიგაში დაბრუნების ზეიმი ჩაუმწარეს. დედაქალაქელთა რიგებში ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო
გუშინ, მიუნხენის "ბაიერნმა"სენსაციური მარცხი იწვნია: რეკორდმაისტერი საკუთარ "ალიანს არენაზე"ბუნდესლიკის კლასიკურ დუელში მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან"დამარცხდა. ყველაზე საინტერესო და "ბაიერნისთვის"სავალალო კი ის არის, რომ მიუნხენელებმა მანუელ ნოიერის შეცდომის გამო წააგეს! "გლადბახის"თავდამსხმელმა იგორ დე კამარგომ გამარჯვების გოლი თავით სწორედ მას მერე გაიტანა, რაც ნოიერს საჰაერო ორთაბრძოლა (!) მოუგო. "მანუელი იმ მომენტში კარიდან არ უნდა გამოსულიყო. გაშვებული გოლი მხოლოდ მისი ბრალია!"- ეს ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებია. ამრიგად, რეკორდმაისტერმა სტარტი აიღო და მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიას"პირველი ტურის შემდეგ უკვე სამი ქულით ჩამორჩება...
მომდევნო ტური
13 აგვისტო. შალკე-კიოლნი, ჰამბურგი-ჰერტა, ნიურნბერგი-ჰანოვერი, ფრაიბურგი-მაინცი, ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ), ვოლფსბურგი-ბაიერნი, ბორუსია (მ)-შტუტგარტი.
14 აგვისტო. კაიზერსლაუტერნი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ვერდერი.
ბორუსია (დ)-ჰამბურგი 3:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ჰუმელსი, ფელიპე სანტანა, ლიოვე (75. პერიშიჩი) - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე (75. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (90. კელი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - რინკონი, კაჩარი (73. ტეშე) - თიორე. ელია (46. იანსენი) - გერერო (42. ბენ-ჰატირა), პეტრიჩი.
გოლები: 1:0 გროსკროიტცი (17), 2:0 გიოტცე (29), 3:0 გროსკროიტცი (48), 3:1 ტეშე (79)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი - მანსიენი, კაჩარი, რინკონი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 16(5)-8(3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 80 720
ვერდერი-კაიზერსლაუტერნი 2:0
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - პაპასტატოპულოსი, მერტეზაკერი, ვოლფი, შმიტცი - ბარგფრედე (46. ექიჩი) - ფრიტცი, ჰანტი - მარინი (59. ვესლი) - როზენბერგი, თაი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - ტიფერტი, პეცოსი (82. ამედიკი) - შაჰანი, დე ვიტი (63. ფორტუნისი), ილიჩევიჩი - სუკუტა-პასუ (46. შეხტერი).
გოლები: 1:0 როზენბერგი (60), 2:0 როზენბერგი (81)
გაფრთხილება: ვესლი - სუკუტა-პასუ, დიკი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-27; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 19(5)-9(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 41 100
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ (69. ჰაუგერი) - შტინდლი, რაუში (74. პანდერი) - შლაუდრაფი, აბდელაუ (84. შტოპელკამპი).
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, სალიჰოვიჩი (67. რობერტო ფირმინიო) - ობასი, ჯონსონი (90. ტაგო) - ბაბელი (63. შიპლოკი), მლაპა.
გოლები: 1:0 შლაუდრაფი (15), 1:1 სალიჰოვიჩი (18-პენ), 2:1 აბდელაუ (30-პენ)
გაფრთხილება: პოგატეცი, კ. შულცი - რუდი, ობასი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 7(4)-12(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 315
შტუტგარტი-შალკე 3:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი (72. ტრაორე), ჰაინალი (79. ოკაზაკი), გენტნერი - კაკაუ (85. პოგრებნიაკი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, ფუხსი - ჯონსი, მატიპი (46. დრაქსლერი) - ბაუმიოჰანი (68. მორავეკი), რაული, ჰოლტბი (65. ედუ) - ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 კაკაუ (37), 2:0 ჰარნიკი (56), 3:0 ოკაზაკი (89)
გაფრთხილება: გენტნერი - პაპადოპულოსი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12(6)-15(9); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 60 000
კიოლნი-ვოლფსბურგი 0:3
კიოლნი (4-2-2-2): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, პეცონი (83. როში), აიხნერი (46. პეჟკო) - რიტერი, ლანიგი - ჩიჰი (88. ანდრეზინიო), ჟაჟალო - ნოვაკოვიჩი, პოდოლსკი.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე (84. შულცე), კიაერი, რუსი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე - ოხსი (81. მადლუნგი), სალიჰამიჯიჩი (75. შინდცილორცი) - ჰელმესი, მანჯუკიჩი.
გოლები: 0:1 ჰელმესი (17), 0:2 მ. შეფერი (85), 0:3 ჰელმესი (93)
გაფრთხილება: ჰასებე, ოხსი, რუსი, მ. შეფერი, მანჯუკიჩი
გაძევება: ნოვაკოვიჩი (79. კიოლნი)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(1)-17(8); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 47 000
აუგსბურგი-ფრაიბურგი 2:2
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, მიორლე, დე რუკი, დე იონგი - კალსენ-ბრაკერი, დავიდსი (76. ს. ჰაინი) - ნდიენგი (69. გოგია), ბაიერი, ვერნერი (46. ბელინგჰაუზენი) - მიოლდერსი.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მიოჯა, ბართი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი - კალიჯური (88. დემბელე), ფლუმი, მაკიადი (83. პუცილა), აბდესადკი - სისე.
გოლები: 0:1 სისე (48), 1:1 მიოლდერსი (53), 1:2 მაკიადი (55), 2:2 მიოლდერსი (81)
გაფრთხილება: დე იონგი, ვერნერი - ბართი, კალიჯური, მუიჯა, ფლუმი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-25; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11(7)-9(4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 403
ჰერტა-ნიურნბერგი 0:1
ჰერტა (4-2-2-2): კრაფტი - ლელი, ფრანცი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (76. რუკავიტსია), თორუნი (46. რაფაელი) - რამოსი, ლასოგა.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - მენდლერი (90. დიდავი), ფოილნერი (80. ჰეგელერი), კოენი, აიგლერი (71. ესვაინი) - პეკჰარტი.
გოლი: 0:1 პეკჰარტი (80)
გაფრთხილება: ნიმაიერი, კობიაშვილი - ფოილნერი, კოენი, ესვაინი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 25-27; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4(0)-13(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 61 118
მაინცი-ლევერკუზენი 2:0
მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი (46. ბუნგერტი), ნოვესკი, კალიჯური - პოლანსკი, სოტო - რისსე, ივანშიტცი (91. კირხჰოფი), შტიბერი (71. ჩუპო-მოტინგი) - ალაგუი.
ლევერკუზენი (4-1-4-1): გიფერი - შვააბი, ტოპრაკი, რაინარტცი, კადლეცი - როლფესი (60. იორგენსენი) - სემი, ლ. ბენდერი, რენატო (83. კისლინგი), შიურლე - დერდიოკი.
გოლები: 1:0 ალაგუი (32), 2:0 ტოპრაკი (86-საკ. კარში)
გაფრთხილება: სვენსონი, პოლანსკი, ბუნგერტი - რენატო, ლ. ბენდერი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 22(8)-9(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 32 443
ბაიერნი-ბორუსია (მ) 0:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი (76. პეტერსენი), ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი (60. რიბერი), თ. მიულერი - გომესი.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე (90. მარქსი), ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - როისი (92. რუპი), არანგო - ჰანკე (83. ჰერმანი), დე კამარგო.
გოლი: 0:1 დე კამარგო (62)
გაფრთხილება: დე კამარგო.
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 19(7)-7(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 69 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. შტუტგარტი 1 1 0 0 3:0 3
2. ვოლფსბურგი 1 1 0 0 3:0 3
3. ბორუსია (დ) 1 1 0 0 3:1 3
4. ვერდერი 1 1 0 0 2:0 3
5. მაინცი 1 1 0 0 2:0 3
6. ჰანოვერი 1 1 0 0 2:1 3
7. ბორუსია (მ) 1 1 0 0 1:0 3
8. ნიურნბერგი 1 1 0 0 1:0 3
9. აუგსბურგი 1 0 1 0 2:2 1
10. ფრაიბურგი 1 0 1 0 2:2 1
11. ჰოფენჰაიმი 1 0 0 1 1:2 0
12. ჰერტა 1 0 0 1 0:1 0
13. ბაიერნი 1 0 0 1 0:1 0
14. ჰამბურგი 1 0 0 1 1:3 0
15. კაიზერსლაუტერნი 1 0 0 1 0:2 0
16. ლევერკუზენი 1 0 0 1 0:2 0
17. კიოლნი 1 0 0 1 0:3 0
18. შალკე 1 0 0 1 0:3 0
ბომბარდირები: 2 - გროსკროიტცი (ბორუსია დ), ჰელმესი (ვოლფსბურგი), მიოლდერსი (აუგსბურგი), როზენბერგი (ვერდერი).
II ბუნდესლიგა
III ტური
ზანკტ პაული-ალემანია 3:1
გოლები: 0:1 ფაისტჰამელი (7), 1:1 მ. კრუზე (17), 2:1 ბრუნსი (45-პენ), 3:1 მ. კრუზე (91)
ფორტუნა-ინგოლშტადტი 4:1
გოლები: 1:0 რიოსლერი (43), 2:0 ბრიოკერი (50), 2:1 მო. ჰარტმანი (53), 3:1 ო. ფინკი (54), 4:1 ბრიოკერი (72)
უნიონი-პადერბორნი 3:0
გოლები: 1:0 შტუფი (5), 2:0 ქუირინგი (64), 3:0 ქუირინგი (66)
ფიურტი-დინამო (დ) 1:0
გოლი: 1:0 ოკეანი (48)
კოტბუსი-მიუნხენ 1860 0:5
გოლები: 0:1 აიგნერი (2), 0:2 ფოლანდი (23), 0:3 დ. ჰალფარი (32), 0:4 ჰიუნემაიერი (40-საკ. კარში), 0:5 ლაუთი (72)
აუე-კარლსრუე 0:2
გოლები: 0:1 იაშვილი (16), 0:2 კრებსი (78)
ფრანკფურტი-დუისბურგი 0:0
ბრაუნშვაიგი-აინტრახტი 0:3
გოლები: 0:1 კიოლერი (3), 0:2 მაიერი (83), 0:3 მაიერი (85)
ჰანზა-ბოხუმი დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ფორტუნა 3 2 1 0 7:2 7
2. აინტრახტი 3 2 1 0 7:3 7
3. ზანკტ პაული 3 2 1 0 6:2 7
4. მიუნხენ 1860 3 2 0 1 8:4 6
5. ფიურტი 3 2 0 1 7:3 6
6. კარლსრუე 3 2 0 1 6:4 6
7. ბრაუნშვაიგი 3 2 0 1 5:4 6
8. კოტბუსი 3 2 0 1 4:7 6
9. უნიონი 3 1 1 1 4:5 4
10. აუე 3 1 1 1 1:2 4
11. პადერბორნი 3 1 1 1 3:5 4
12. ბოხუმი 2 1 0 1 1:2 3
13. ფრანკფურტი 3 0 2 1 1:2 2
14. ჰანზა 2 0 1 1 2:3 1
15. დუისბურგი 3 0 1 2 3:5 1
16. დინამო (დ) 3 0 1 2 2:4 1
17. ინგოლშტადტი 3 0 1 2 1:6 1
18. ალემანია 3 0 0 3 1:6 0
ბომბარდირები: 5 - მაიერი (აინტრახტი); 3 - ბრიოკერი (ფორტუნა), იაშვილი (კარლსრუე), ოქეანი (ფიურტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"