გადარბენილი "ბაიერნი"

AutoSharing Option
შალკე-კიოლნი 5:1
შალკე: ფერმანი - მეტცელდერი (პაპადოპულოსი 13), ჰიოვედესი, ფუხსი, მატიპი, ჰიოგერი, ჰოლტბი, მორავეკი (ხურადო 68), დრაქსლერი, რაული (მარიკა 82) ჰუნტელაარი.
კიოლნი: რენზინგი - მაკენა, ჟერომელი, აიხნერი, ბრეჩკო, რიტერი, ლანიგი, იაალო (კლემენსი 74), პეშკო (როში 56), ჩიხი (მატუშიკი 74), პოდოლსკი.
გოლები: 0:1 პოდოლსკი (12), 1:1 ჰუნტელაარი (42), 2:1 ჰუნტელაარი (47), 3:1 ჰოლტბი (48), 4:1 რაული (59), 5:1 ჰუნტელაარი (84)
გაფრთხილება: - ლანიგი, მაკენა, როში
კარში დარტყმა: 18(5)-6(2) ჯარიმები: 17-16 კუთხურები: 7-2 თამაშგარე: 4-2 ბურთის ფლობა: 68-32

ჰამბურგი-ჰერტა 2:2
ჰამბურგი: დრობნი - ბრუმა,
მანსიენი, აოგო, დიკმაიერი, ვესტერმანი, სკიელბრედი (ტეშე 46), ელია (იანსენი 57), ტიორე, პეტრიჩი (იაროლიმი 67), იუნ-მინი.
ჰერტა: კრაფტი - მიატოვიჩი, ფრანცი, კობიაშვილი, ლელი, ნიმაიერი (რუკავიცა 81), ოტლი, ებერტი (მორალესი 67), რაფაელი, თორუნი (ლასოგა 71), რამოსი.
გოლები: 1:0 პეტრიჩი (25), 1:1 თორუნი (43), 2:1 იუნ-მინი (61), 2:2 მიატოვიჩი (88)
გაფრთხილება: ვესტერმანი, ტიორე - მიატოვიჩი, ებერტი, რამოსი
კარში დარტყმა: 9(4)-24(6) ჯარიმები: 13-10 კუთხურები: 5-6 თამაშგარე: 1-3 ბურთის ფლობა: 52-48

ნიურნბერგი-ჰანოვერი 1:2
ნიურნბერგი: შეფერი - კლოზე, ვოლშაიდი, პინოლა, ჩენდლერი, კოენი (ჰეგელერი 46), სიმონსი, მაკი (აიგლერი 46), ფოილნერი, ეშვაინი (მენდლერი 76), პეკჰარტი.
ჰანოვერი: ცილერი - პოგატეცი, ჰაგი, შულცი, შაჰედი, შმიდებახი, რაუში (პანდერი 86), პინტუ, შტინდლი, აბდულაიე (იაკო ნანი 62), შლაუდრაფი (შტოპელკამი 69).
გოლები: 0:1 აბდულაიე (16), 0:2 რაუში (27) პენ, 1:2 პეკჰარტი (56)
გაფრთხილება: ჩენდლერი, შეფერი - შტინდლი, პინტუ, ცილერი
კარში დარტყმა: 11(4)-4(3) ჯარიმები: 15-17 კუთხურები: 8-6 თამაშგარე: 8-2 ბურთის ფლობა: 58-42

ფრაიბურგი-მაინცი 1:2
ფრაიბურგი: ბაუმანი - ბარტი, ბუჩერი, მუიჯა, კრმაში, შუსტერი, პუცილა (დ. კალიჯური 66), ფლუმი (დემბელე 82), მაკიადი (რაიზინგერი 72), აბდესადკი, სისე.
მაინცი: ჰ.მიულერი - ფათჰი, ბუნგერტი, ნოვესკი, პოლანსკი, ივანშიტცი (ბაუმგარტლინგერი 74), რისე, მ. კალიჯური, სოტო (უია 86), ჩუპო-მოტინგი, ალაგუი (კირშჰოფი 81).
გოლები: 0:1 რისე (64), 0:1 ჩუპო-მოტინგი (79), 1:2 სისე (90)
გაფრთხილება: - ჩუპო-მოტინგი, რისე
კარში დარტყმა: 16(6)-8(4) ჯარიმები: 9-17 კუთხურები: 4-6 თამაშგარე: 5-6 ბურთის ფლობა: 53-47

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 1:0
ჰოფენჰაიმი: შტარკე - ჯონსონი (კაიზერი 80), ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრაფჰეიდი, რუდი, ფორმინო (შილოკი 69), სალიჰოვიჩი (მლაპა 62), ობასი, ბაბელი.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სანტანა, ჰუმელსი, ლიოვე, გიოტცე (ბლაშჩიკოვსკი 54), ს.ბენდერი, გიუნდოგანი (პერიშიჩი 56), გროსკროიტცი, კაგავა (ზიდანი 75), ლევანდოვსკი.
გოლი: 1:0 სალიჰოვიჩი (9)
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, ბეკი, მლაპა, ობასი - გიოტცე
კარში დარტყმა: 12(3)-15(4) ჯარიმები: 13-11 კუთხურები: 5-6 თამაშგარე: 3-2 ბურთის ფლობა: 32-68

ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:1
ვოლფსბურგი: ბენალიო - რუსი, კიაერი, შეფერი, ოხსი (დეჟაგა 46), ჟოსუე, ტრეში, ჰასებე, სალიჰამიჯიჩი (კოო 69), ჰელმესი (ლაკიჩი 88), მანჯუკიჩი.
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი, კროოსი (ოლიჩი 87), შვაინშტაიგერი, გუსტავო, რიბერი, მიულერი (70 უსამი/92 ვან ბუიტენი), გომესი.
გოლი: 0:1 გუსტავო (91)
გაფრთხილება: - კროოსი, ლამი, რაფინია
კარში დარტყმა: 7(1)-11(3) ჯარიმები: 14-15 კუთხურები: 9-8 თამაშგარე: 2-5 ბურთის ფლობა: 39-61

გლადბახი-შტუტგარტი 1:1
გლადბახი: ტერ შტეგენი - დანტე, ბრაუვერსი, დაემსი, იანჩკე, ნოიშტედტერი, ნორდვეიტი, არანგო, როისი (მარქსი 83), ჰანკე (ლეკი 77), ბობადილია (რუპი 70).
შტუტგარტი: ულრაიხი - როდრიგესი, ტასკი, მოლინარო, ბულაჰრუზი, კუჟმანოვიჩი, იორგენსენი, გენტნერი (პოგრებნიაკი 77), ჰაინალი (ი.ტრაორე72), ჰარნიკი, კაკაუ.
გოლები: 1:0 დაემსი (67) პენ, 1:1 კაკაუ (71)
გაფრთხილება: ბობადილია, ბრაუვერსი, იანჩკე - მოლინარო, იორგენსენი
გაძევება: ბრაუვერსი (80)
კარში დარტყმა: 10(3)-15(7) ჯარიმები: 9-9 კუთხურები: 9-8 თამაშგარე: 0-9 ბურთის ფლობა: 52-48

კაიზერსლაუტერნი-აუგსბურგი 1:1
კაიზერსლაუტერნი: ტრაპი - როდნი, აბელი, დიკი, იენსენი, ტიფერტი, ილიჩევიჩი, პეცოსი, შაჰანი (კუემაჰა 70), სუკუტა-პასუ, შეხტერი.
აუგსბურგი: იენჩი - დე რუკი, ვერჰაგი, მიორლე, დე იონგი, კალსენ-ბრაკერი, ბელინგჰაუზენი, დავიდსი (ჰოსაგაი 73), ნჯენგი (ლანგკამპი 78), ბაიერი (გოგია 83), მიოლდერსი.
გოლები: 0:1 მიოლდერსი (9), 1:1 შეხტერი (80)
გაფრთხილება: შაჰანი, როდნი, აბელი, იენსენი - ლანგკამპი
კარში დარტყმა: 17(7)-13(4) ჯარიმები: 21-11 კუთხურები: 8-1 თამაშგარე: 0-5 ბურთის ფლობა: 66-34

ლევერკუზენი-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 კადლეცი (86)

ფელიქს მაგათის გუნდები რომ ყოველთვის ბრწყინვალე ფიზიკური მომზადებით გამოირჩეოდნენ, ყველამ იცოდა, მაგრამ ამ მხრივ ასეთ დაჩაგრულ “ბაიერნს” ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

“რეკოსრდამისტერში” ყველაზე მეტი ბასტიან შვაინშტაიგერმა გაირბინა - 11,6 კმ, მაშინ, როცა “მგლებში” საუკეთესო კრისტიან ტრეში იყო 13,2 კმ-ით.
10,5-ზე მეტი სტუმართა შორის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ლუის გუსტავომ დაფარა, მაშინ, როცა მასპინძელთა შორის ასეთი 7 ფეხბურთელი გახლდათ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, “ვოლფსბურგმა” “ბაიერნს” გადაურბინა, მაგრამ... მაინც წააგო, რაშიც ლომის წილი მსაჯმა კნუტ კირხერმა დაიდო, ვინც პატრიკ ჰელმესს პირველ ტაიმში 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა.

მატჩის დებიუტი “მგლებმა” აგრესიულად დაიწყეს. ნოიერის კართან ზედიზედ იძაბებოდა სიტუაცია, თუმცა აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მიუნხენელებმა პირველად ბურთი მეტოქის ნახევარზე მხოლოდ მე-6 წუთზე გაათამაშეს. ფრანკ რიბერიმ ბურთი ტონი კროოსს გადააწოდა, თუმცა მან არაზუსტად დაარტყა. მასპინძლები ძალიან ბევრს მოძრაობდნენ და ისეთ პრესინგს მიმართავდნენ, რომ ზეგამოცდილ მეტოქეს ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებაც კი უჭირდა.

მე-14 წუთზე პირველი სახიფათო მომენტი შეიქმნა. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ რიბერი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მცველის თავგანწირულმა ნახტომმა ხელი შეუშალა. ფრანგი პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ კირხერი ამ ეპიზოდში ზუსტად გაისარჯა. მალე ისევ კროოსს მიეცა გატანის შანსი, თუმცა ბურთი კარში არ წავიდა და დიეგო ბენალიომაც ის პირით ხაზს იქით მშვიდად გაატარა. “ბაიერნის” ყოველ მცდელობას თამაშის ტემპი აეწია, ვოლფსბურგელები მჭიდრო პრესინგით პასუხობდნენ და მეტოქეს შანსს არ აძლევდნენ.

39-ე წუთზე მოხდა ის, რამაც შეხვედრას სკანდალური ელფერი შესძინა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფლანგიდან ჰელმესის მიმართულებით ჩაკიდეს, მანაც თავურით აუღელვებლად გაიტანა სეზონში მისი მესამე გოლი, თუმცა ჯერ ლაინსმენს, შემდეგ კი მთავარ არბიტრსაც მოეჩვენათ, რომ თავდამსხმელი თამაშგარეში იმყოფებოდა. გამეორებამ ცხადყო, მსაჯებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს. ამ ყოველივეზე მაგათის რეაქცია უნდა გენახათ, რომელიც ისე აღშფოთდა, რომ ირგვლივ ლამის ყველაფერი დალეწა. სიტუაცია უარესად დაძაბა ბენალიოს საჯარიმოში კროოსის თეატრალურმა ვარდნამ, რისთვისაც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმი “ბაიერნის” შეტევით დაიწყო და “ვოლფსბურგის” პასუხით გაგრძელდა. მერე შვაინშტაიგერმა სცადა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე საჯარიმოში შესვლა, გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ის იყო კარებში უნდა დაერტყა, რომ ჟოსუემ ბურთი ფეხიდან ააცალა.

მე-60 წუთზე ისევ კროოსმა და რიბერიმ გაითამაშეს ბურთი. ფრანგი ისევ მცველებმა შეაჩერეს - ამჯერად ზუსტად კიაერმა ითამაშა. 70-ეზე “მგლებმა” შტურმი მოაწყვეს რეკორდმაისტერის კართან. ჰასებეს ორ ძლიერ ძლიერ დარტყმას მცველები გადაეღობნენ. შემდეგ ჟოსუემ სცადა გატანა. ბურთი კარის ნაცვლად გუსტავოს მოხვდა თავში. ბრაზილიელი კინაღამ ნოკდაუნში ჩავარდა (პირველ ტაიმში მას რაფინიამაც მოარტყა თავში კარგა გვარიანად). 91-ე წუთზე კი მატჩს ალოგიკური წერტილი დაესვა. შეცვლაზე შესულმა ოლიჩმა ფლანგზე თავგანწირულად იბრძოლა. ბურთი რიბერის მიუვიდა, მან თავის მხრივ გუსტავოს დაუგორა. ბრაზილიელის ძლიერ დარტყმას ბენალიომ ვერაფერი მოუხერხა - 0:1.

მატჩის შემდეგ ჰაინკესმა “ვოლფსბურგს” ქება უძღვნა: “ჩვენ შევხვდით მეტოქეს, რომელიც საოცარი მებრძოლი სულით გამოირჩევა. თუკი ისინი ასევე განაგრძობენ, მათ წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება. ორივე გუნდმა ძალიან დიდი სამუშაო გაწია. ჩემი შეგირდები მშვიდად და მოთმინებით ელოდნენ თავიანთ შანსს”.

“დორტმუნდმა” მატჩი ჩვეულად მაღალ ტემპში დაიწყო. “სოფლელები” უმალ მოექცნენ შეხვედრის ფავორიტების წნეხის ქვეშ, თუმცა უარს შეტევებზე არც თავად ამბობდნენ. უკვე დებიუტში შინჯი კაგავას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბართი სეად სალიჰოვიჩმა დაიმსახურა. იქვე კუთხურის გათამაშების შემდეგ ისევ და ისევ აქტიური ბოსნიელის პასის შემდეგ ხარიხას გაარტყა რობერტო ფორმინომ.

მე-9 წუთზე “ჰოფენჰაიმმა” შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ეს, რა თქმა უნდა, სალიჰოვიჩმა გააკეთა - 25 მეტრიდან შესრულებულ მძლავრ საჯარიმო დარტყმას ვაიდენფელერმა ვერაფერი დაუპირისპირა. გატანა შეეძლო სტუმართა 22 წლის მარცხენა მცველ კრის ლიოვეს, მაგრამ მის დარტყმას ანდრეას ბეკი გადაეღობა. 26-ე წუთზე ზინსჰაიმელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ საკუთარი ეხეში შეცდომა მატს ჰუმელსმავე გამოასწორა - ბოლო მომენტში ობასის ბურთი ფეხიდან ააცალა.

34-ეზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ სტუმრებს. ლიოვე-გიოტცე-გროსკოიტცის კომბინაცია ამ უკანასკნელის დატყმით დასრულდა, მაგრამ ტომ შტარკემ წარმოუდგენელი მომენტი განმუხტა. “დორტმუნდმა” მეორე ტაიმიც მძლავრად დაიწყო, თუმცა მეტოქის მშვენივრად მოთამაშე დაცვას ვერაფერი მოუხერხა. თავის მხრივ ისინი ყოველ თავის შანსს კონტრშეტევებში ეძებდნენ. შეცვლაზე შესულმა ბლაშჩოკოვსკიმ და პერიშიჩმა თამაში კი გამოაცოცხლეს, მაგრამ გუნდს ხელშესახები ვერაფერი მისცეს. თუკი კაგავასა და გიოტცეს ბურთის შეტევაში გადატანა მაინც გამოსდიოდათ, მათ გარეშე ჩემპიონები ბოლო წუთებზე საჯარიმოსაც კი ვერ უახლოვდებოდნენ.

იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ შემდეგი განაცხადა: “ჩემმა გუნდმა 40-50 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ მასპინძლებმა მაინც ღირსეულად გაიმარჯვეს. მრჩება შეგრძნება, რომ დღეს შეგვეძლო ეს შედეგი თავიდან აგვერიდებინა”.

პირველი ტურის შემდეგ “შალკესა” და “კიოლნის” მიმართ კრიტიკა არავის დაზარებია, რაც მათი შედეგებიდან გამომდინარე ბუნებრივიც იყო. “ფელტინს არენაზე” სტუმრებმა დიდებულად დაიწყეს - ლუკას პოდოლსკიმ სეზონში პირველი გოლი შეაგდო - მან მეტოქეს ბურთი მოპარა და პარტნიორი მონახა, ბურთი უკანვე მიიღო და საჯარიმოს ხაზთან მდგომმა დაუმუშავებლად დასცხო 0:1. სტუმართა მხრიდან სულ ეს იყო. ამის შემდეგ “ხუმარებს” ხუმრობისთვის აღარ ეცალათ. სტუმრებმა ტაიმის მიწურულამდე გაძლეს, შემდეგ კი საბოლოოდ მოიშალნენ.

ყველაფერი საჯარიმოში მაკენას ხელით თამაშიდან დაიწყო, რომელიც ჰუნტელაარმა პენალტიდან გოლად აქცია - 1:1. მეორე ტაიმის დებიუტში “შალკე” წინ გაიჭრა ფლანგურ პასს ჰოლანდიელმა თავი დაუხვედრა 2:1. ერთ წუთში ჰოლტბიმ გამოიჩინა თავი, ანგარიში 3:1 გახადა. 59-ეზე რაულმა მორავეკთან ბურთი გაათამაშა და რენზინგს ახლო დისტანციიდან თავზე გადაუგდო 4:1. შეხვედრას წერტილი ხურადოს პასით ისევ ჰუნტელაარმა დაუსვა - 5:1. სტალე სოლკბაკენმა თამაშის შემდეგ ამოილუღლუღა, პირველ ტაიმში “შალკეს” ვჯობდით და პენალტმა წელში გაგვტეხაო.

“ჰამბურგის” თავკაცი მიხაელ იონინგი “ჰერტასთან” მატჩის შემდეგ სულაც არ იყო ცუდ ხასიათზე. “ჩემპიონატი წაგებითა და ფრით დავიწყეთ, მაგრამ პროგრესი არის. დღეს ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე “დორტმუნდის” წინააღმდეგ. გუნდში ბევრი ახალწვეულია, ერთიან გუნდად ქცევისთვის მათ დრო სჭირდებათ. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ,” - განაცხადა მან.

მომდევნო ტური
19 აგვისტო: გლადბახი-ვოლფსბურგი.
20 აგვისტო: დორტმუნდი-ნიურნბერგი, ბაიერნი-ჰამბურგი, ვერდერი-ფრაიბურგი, შტუტგარტი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი, კიოლნი-კაიზერსლაუტერნი.
21 აგვისტო: მაინცი-შალკე, ჰანოვერი-ჰერტა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 2 2 0 0 4:1 6
2. ჰანოვერი 2 2 0 0 4:2 6
3. შტუტგარტი 2 1 1 0 4:1 4
4. გლადბახი 2 1 1 0 2:1 4
5. ვოლფსბურგი 2 1 0 1 3:1 3
6. ვერდერი 2 1 0 1 2:1 3
7. შალკე 2 1 0 1 5:4 3
8. დორტმუნდი 2 1 0 1 3:2 3
9. ჰოფენჰაიმი 2 1 0 1 2:2 3
10. ნიურნბერგი 2 1 0 1 2:2 3
11. ბაიერნი 2 1 0 1 1:1 3
12 .ლევერკუზენი 2 1 0 1 1:2 3
13. აუგსბურგი 2 0 2 0 3:3 2
14. ფრაიბურგი 2 0 1 1 3:4 1
15. ჰერტა 2 0 1 1 2:3 1
16. ჰამბურგი 2 0 1 1 3:5 1
17. კაიზერსლ. 2 0 1 1 1:3 1
18. კიოლნი 2 0 0 2 1:8 0

ბომბარდირები: 3 - ჰუნტელაარი (შალკე), მიოლდერსი (აუგსბურგი); 2 - როზენბერგი (ვერდერი), სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი), აბდელაუე (ჰანოვერი), ჰელმესი (ვოლფსბურგი), გროსკროიტცი (დორტმუნდი), კაკაუ (შტუტგარტი), პეკჰარტი (ნიურნბერგი), სისე (ფრაიბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული